გინეკოლოგი ბექა მეტრეველი

0
443

ბექა მეტრეველი მედიკოსთა ეროვნული დაჯილდოების ცერემონიალის ერთ-ერთი ნომინანტი ექიმია, კერძოდ ის “წლის გინეკოლოგი 2018”-ის პოზიციაზეა წარდგენილი. გთავაზობთ ინტერვიუს ნომინირებულ ექიმთან:

– როგორი ბავშობა გქონდათ?
ძალიან კარგი, მიუხედავად 90 წლებისა მართლაც რომ კარგი ბავშობა მქონდა, ფეხბურთს ვთამაშობდით, კალათბურთს და შატალოზეც დავდიოდი.
– ექიმობა თავიდანვე გინდოდთ?
ექიმობა თავიდან არ მინდოდა, უნივერსიტეტი რომ დავამთავრე მერე უფრო მომინდა…
– ექიმობის გარდა სხვა რომელიმე პროფესია მოგწონდათ?
ინჟინრობა მინდოდა. ძალიან მომწონდა არქიტექტურა, მაგრამ მერე მაინც მედიკოსობა ვამჯობინე და ექიმი გავხდი.
– სწავლის წლები რომ გავიხსენოთ, ექიმობა საკმაოდ რთული პროფესიაა, როდის იგრძენით პირველად მისი სირთულე?
კარგად მახსოვს სტუდენტი ვიყავი… პაციენტმა შეკითხვა დამისვა მე კიდევ მის კითხვაზე პასუხი არ მქონდა…
– ოჯახს როგორი პოზიცია ეჭირა თქვენს ექიმობასთან დაკავშირებით?
ყველანი ძალიან მეხმარებოდნენ! განსაკუთრებით კი ჩემი ძმა! როგორც თქვენ ახსენეთ ექიმობა ძალიან რთული პროფესიაა თუ გვერდში არ დაგიდგნენ და დაგეხმარეს მარტო ამ ყველაფრის გადალახვა ძალიან გაუჭირდება ნებისმიერს
– ასეც ხდება ხოლმე რომ ექიმებს არ ააქვთ პასუხები ყველა კითხვაზე?
მე მაშინ სტუდენტი ვიყავი, თუმცა რათქმაუნდა ასეც ხდება ხოლმე! მთავარია ექიმაა ზუსტად იცოდეს სად იპოვოს ეს პასუხი.
– როგორი უნდა იყოს თქვენი აზრით კარგი ექიმი?
კარგი ექიმი თავისი საქმის სპეციალისტი უნდა იყოს!-ეს პირველ რიგში, შემდეგ უნდა ჰქონდეს ადამიანური თვისებები. ადამიანურ თვისებებში სიყვარულს, პატივისცემას და თავგანწირვას ვგულისხმობ. კარგ ექიმს პაციენტის ტკივილი გულთან უნდა მიჰქონდეს.
– თქვენმა პროფესიამ უარი გათქმევინათ რამეზე?
ექიმობა რთულია, მოითხოვს ძალიან დიდ დროს, ბევრ ენერგიას, ბევრ შრომას! მაგრამ უარი რაიმე განსაკუთრებულზე არ მითქვამს! თუ სწორად გათვლი და დაგეგმავ ყველაფერს მოასწრებ და გამოგივა.
– გინდათ რომ თქვენი შვილები მომავალში მედიკოსები გახდნენ?
სიმართლე გითხრათ არ ვიცი, 8 და 9 წლისები არიან ახლა აქვთ ამ ყველაფრის სურვილი და უნდათ რომ ექიმები გამოვიდნენ. ვფიქრობ ყველაფერი მათი გადასაწყვეტია. თუ სურვილი მომავალშიც ექნებათ მე აუცილებლად დავეხმარები და გვერდში დავუდგები მათ.
– საჭიროა უწყვეტი განათლება ექიმისთვის?
რათქმაუნდა! მედიცინა არ არის მათემატიკის ნაირი მეცნიერება. ის დღითი-დღე ვითარდება და რათქმაუნდა ექიმიც მასთან ერთად უნდა ვითარდებოდეს, ერთი სიტყვით ექიმი მუდამ უნდა ვითარდებოდეს.

– გყავთ პაციენტები რომლებიც ყოველთვის გახსოვთ?
კი მყავს ასეთი პაციენტები, მაგალითად მე მახსოვს ყველა ის პირველი პაციენტი რომელთანაც პირველად ჩავატარე ოპერაცია. მყოლია ონკოლოგიური პაციენტებიც რომლებიც განსაკუთრებით მახსოვს, ისინი ძალიან ემოციურები არიან და განსაკუთრებით განიცდიან, ასეთი პაციენტი კი როგორ არ უნდა დაგამახსოვრდეს?
– თვლით რომ ექიმებმა ამდენი წლები უნდა ისწავლონ?
ალბათ კი! მე კმაყოფილი ვარ დღევანდელი მედიკოსების სწავლებით და არაფერს არ შევცვლიდი ერთადერთი ალბათ ისაა რომ სასურველი იქნებოდა უფრო მეტი ბაზა სადაც ახალბედა ექიმებს პრაქტიკის გავლა შეეძლებათ.
– ბოლო და ტრადიციული შეკითხვა რას ფიქრობთ „ექიმები 2018“-ზე?
კარგი პროექტია! და სასიამოვნო, როდესაც შენ პროფესიაში ამდენ ენერგიას დებ და იგრძნობა მადლიერება ეს უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს ექიმისათვის! აქ მარტო პროექტზე არაა საუბარი! ექიმისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია პაციენტის კარგი განწყობა და დამოკიდებულება ექიმის მიმართ! ვერც წარმოიდგენთ ექიმი თუ არა ხართ რა ბედნიერება როდესაც პაციენტის გაცისკროვნებულ თვალებს უყურებთ მას კარგ ხასიათზე ხედავთ!

კომენტარი

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here