მამოლოგი ბექა სამხარაძე

0
510

ბექა სამხარაძე მედიკოსთა ეროვნული დაჯილდოების ცერემონიალის ერთ-ერთი ნომინანტი ექიმია, კერძოდ ის “წლის მამოლოგი 2018”-ს პოზიციაზეა წარდგენილი. გთავაზობთ ინტერვიუს ნომინირებულ ექიმთან:
– რატომ გადაწყვიტეთ მამოლოგობა?
ამას აქვს თავისი მიზეზები რომლებზეც ხშირად არ ვსაუბრობ ხოლმე, ყოველთვის მაინტერესებდა ქირურგია და ონკოლოგია, მერე რაღაც გარემოებებმა გამოწვია ის რომ საბოლოო ჯამში აღვმოჩნდი ამ მიმართულების ექიმი.
– ონკოლოგიურ პაციენტებთან გაცილებით რთულია მუშაობა?
კი ვფიქრობ რომ ონკოლოგიურ პაციენტებთან რთულია მუშაობა თუ ეს პაციენტი ძუძუს კიბოთია დაავადებული მით უფრო რთულდება სიტუაცია, ყველამ კარგად ვიცით რას წარმოდგენს ქალბატონებისთვის სარძევე ჯირკვალი, ის მათთვის არამარტო ორგანოა როგორც სხვა დანარჩენი არამედ ის გახლავთ ესთეტიური სილამაზის ერთ-ერთი სიმბოლო, სწორედ ამიტომ ჩვენ ხშირ შემთხვევაში ფსიქოლოგიურადაც კი გვიწევს პაციენტის კონსულტირება რათა მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია, ისე რომ მან მიიღოს ყველაფერი ადეკვატურად და არ გაექცეს პრობლემას, პირიქით მიხედოს თავის თავს.
– როდის შეარჩიეთ თქვენი მომავალი პროფესია?
დაახლოვებით მეხუთე კურსზე ვიყავი! რომ მივხვდი ეს პროფესია უნდა შემერჩია.
– რომელ ეტაპპზე მიხვდით რომ ექიმობა რთული იყო?
ეს ალბათ თავიდანვე ვიცოდი! ექიმობა ერთ-ერთი რთული პროფესიაა და ეს ყველამ კარგად იცის. ნებისმიერი შენი მიღებული გადაწყვეტილება ხომ პირდაპირ, პროპორციულად, აისახება ადამიანის ჯანმრთველობაზე! პროფესიის სირთულეს ნამდვილად თავიდანვე ვგრძნობდი და ფსიქოლოგიურადაც მზად ვიყავი ამისთვის!
– ვიცი რომ ხშირად ხართ საზღვარგარეთ რატომ?
ექიმობა ზოგადად პროგრესირებადი პროფესიაა, მაგრამ ჩვენთან მამოლოგიაში თითქმის ყოველდღირად ხდება დაავადების დამარცხების ახალი გზების აღმოჩენა. იმისთვის რომ იყო ინფორმირებული გაეცნო ყველა სიახლეს საჭიროა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კომფერენციებში მასტერკლასებში და ასე შემდეგ. ეს კი მოითხოვს ხშირად რომ იარო საზღვარგარეთ და გაეცნო სიახლეებს.
– გყავთ პაციენტები რომლებიც ყოველთვის გახსოვთ?
ყველა ჩემი პირველი პაციენტი მახსოვს ეს ბუნებრივია! მყავს კიდევ პაციენტები რომლებიც მახსოვს სხვა მიზეზით.
– როგორი უნდა იყოს კარგი ექიმი?
კარგი ექიმი ჩემი აზრით კარგი ფსიქოლოგი უნდა იყოს. მასთან მისული ადამიანი უნდა მიახვედროს რომ მარტო არ არის! მოიპოვოს პაციენტის ნდობა, შემდეგ რათქმაუნდა როგორც თეორიულ ისე პრაქტიკულ უნარებს უნდა ფლობდეს მაღალ კვალიფიციურად.
– ექიმობის გამო თქვით რამეზე უარი?
კი ხშირად! დღემდე მიწევს რაღაცებზე უარის თქმა, ამ სიტუაციაში დროის ფაქტორია მთავარი. როცა საქმე დროს ეხება ყოველთვის ჩემი პროფესია და სამსახურია მაღალ პრიორიტეტული! ჩვენ სერვისებს ცოცხალი ადამიანები იღებენ, რომლთაც ჭირდები! სწორედ ამიტომაა რომ ამ საქმეს ყოველთის სხვებზე წინ ვაყენებ!
– რას ურჩევდით დამწყებ მამოლოგებს?
დამწყებ მამოლოგებს ვურჩევდი რომ ძალიან ბევრი უნდა ისწავლონ, იარონ უცხოეთში, მიიღონ მონაწილეობა საერთაშორისო ლქეციებში და სემინარებში. გაერკვიონ, ჩადგნენ საქმის კურსში, რა თემები მუსირებს და რა იწევა წინა პლანზე… ეს არის უწყვეტი პროცესი თუ ერთხელ ჩაებნენ ამ პროცესებში ბოლომდე უნდა დარჩნენ მოვლენების ეპიცენტრში.
– ბოლო და ტრადიციული შეკითხვა რას ნიშნავს თქვენთვის მედიკოსთა ეროვნული დაჯილდოების ცერემონიალი?
ჩემთვის ეს არის პირველი შეხება ამ პროექტთან და ძალიან საინტერესო გამოწვევაა, ზოგადად სასიამოვნო და კარგია ასეთი ყურადღება რომ გვექცევა ექიმებს, ძალიან სასიამოვნოა რომ გაფასებენ.

კომენტარი

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here