All for Joomla All for Webmasters
"ნიუპოსტისთვის" უმძიმესი ფაქტი ხდება ცნობილი.თბილისში, ვარკეთილის მესამე მიკროში, მამინაცვალმა 9წლის გერი მოკლა.  ერთ-ერთი ვერსიით, მამაკაცს ბავშვი ცემის დროს შემოაკვდა, შემდეგ კი კვალის დაფარვისმიზნით, სახლში გაზი გაუშვა. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. პ.ს. მოგვიანებით, იგივე სააგენტო დამატებით ინფორმაციასაც ავრცელებს: როგორც "ნიუპოსტს" ადგილობრივები უყვებიან, გოგონა სავარაუდოდ, მამინაცვალის მიერ ცემის შედეგად გარდაიცვალა, რის შემდეგაც მათივე ვერსიით, მამაკაცმა კვალის დაფარვის მიზნით, სახლში გაზი გაუშვა. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. შემთხვევისას სახლში გოგონას დედაც იმყოფებოდა, რომელმაც ინტოქსიკაცია მიიღო. მეზობლების თქმით, გარდაცვლილი და მისი დედა სამაშველო სამაშველო სამსახურმა იპოვა, რომელიც ადგილზე გარდაცვლილის ახლობლებმა გამოიძახეს. ადგილობრივების თქმით, გოგონას გუშინ დაბადების დღე ჰქონდა. ნათესავები მასთან...