მედიკოსთა ეროვნული დაჯილდოების გრანდიოზული ცერემონიალი,,ექიმები2018” დეკემბერში გაიმართება !

0
632

მედიკოსთა ეროვნული დაჯილდოების გრანდიოზული ცერემონიალი,,ექიმები2018” დეკემბერში გაიმართება! მედია პორტალი “ჯეო დაიჯესტი ” ცერემონიალის ორგანიზატორსა და დამფუძნებელს მარიამ გოგრიჭიანს ესაუბრა, გთავაზობთ მასთან ინტერვიუს:

ქალბატონო მარიამ, თქვენ ბრძანდებით მედიკოსთა ეროვნული დაჯილდოების ცერემონიალი ,,ექიმები2018”-ის ორგანიზატორი, თუ შეიძლება მოგვიყევით როგორ გაჩნდა  მისი დააფუძნების იდეა ?

მედიკოსთა ეროვნული დაჯილდოების ცერემონიალის იდეა გაჩნდა გასულ წელს. როგორც იცით მე ჩემი საქმიანობის გამო მიწევს რეგიონებშიც მუშაობა, სადაც ჩემი კლინიკის ფილიალებია. ხშირად ვაწყდებოდი საზოგადოების აზრს რომელიც აქტიურად მუსირებდა თითქოს საქართველოში კარგი ექიმები არ გვყავს და ამას განსაკუთრებულად აფიქსირებდნენ რეგიონებში. სამწუხაროდ დღე არ გავა არ გაშუქდეს რაიმე საწინააღმდეგო ექიმებთან დაკავშირებით, ქართულ პრესაში ან ტელევიზიაში! ამ ყველაფრის გამო გული დიდი ხან ია მწყდებოდა! იმიტომ რომ რეალურად საქართველოში ძალიან ბევრი დამსახურებული და პროფესიონალი ექიმი გვყავს! ამ პროექტით გვსურს საზოგადოების იმ ნაწილს რომლებიც არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ ქართველ მედიკოსებთან დაკავშირებით დავანახოთ რომ ჩვენ ქვეყანას საბედნიეროდ ჰყავს ღირსეული და თავისი საქმის პროფესიონალი ექიმები, სწორედ ამ მოტივებით გადავწყვიტე ჩამეტარებინა მედიკოსთა ეროვნული დაჯილდოების ცერემონიალი და ეს ღირსეული საზოგადოება წარმედგინა ქვეყნისთვის.

როგორც მედია პორტალ „ ჯეო დაიჯესტისთვის“ გახდა ცნობილი ნომინაციების მინიჭება და წარდგენა ხდება ცერემონიალის სპეციალური საბჭოს მიერ,  თუ შეიძლება გვითხარით ვინ შედის ამ საბჭოში ?

ცერემონიალს ჰყავს 21 ადამიანისგან შემდგარი ბორდი სადაც გაერთიანებულია მაღალი თამასის სხვადასხვა პროფესიის პროფესიონალი ადამიანები! როგორიცაა: საზოგადო მოღვაწეები, ჟურნალისტები, ქვეყნის წამყვანი იურისტები, მედიკოსები და ა.შ. აბსოლიტურად კომპეტენტური ადამიანები რომლებიც ობიექტურად აფასებენ თითოეულ მონაწილე ექიმს.

საქართველოში ბევრი კარგი  ექიმი გვყავს, შესაბამისად როგორ არჩევთ როგორ ხდება ექიმების შერჩევა და როგორ არჩევთ საუკეთესოებს ?

პირველ რიგში ბორდის მეშვეობით, ასევე ქუჩის გამოკითხვებით, შემოდის სარეკომენდაციო წერილები სხვადასხვა სტრუქტურებიდან, მადილერი პაციენტების წერილები ამა თუ იმ ექიმზე და კლინიკის ხელმძღვანელობა ასახელებს თავიაანთ ნომინანტ ექიმებს.

შეგიძლიათ რამდენიმე წარმატებული ექიმი დაგვისახელოთ რომლებიც უკვე წარდგენილები არიან სხვადასხვა ნომინაციაზე ცერემონიის ფარგლებში ?

რატომაც არა! კარდიოლოგი კახა ჯანაშია რომელიც ხალხის რჩეულია, მანანა შევარდნაძე, დავით გეგელაშვილი, დავით ელგანდაშვილი, ლაშა უჩავა, ბექა სამხარაძე, ლევან რატიანი, თეიმურაზ პეტრიაშვილი, შორენა მაისურაძე, ქეთევან ჩიტაიშვილი, ბარბარე გორგოშიძე, ინგა მამუჩიშვილი, თამრიკო ჭიჭინაძე, ნუგზარ უბერი,ცირა ჩქვანავა, ეკატერინე დოლმაზაშვილი, ზაქარია ოდიშვილი, ლელა უშხვანი,ლუიზა ცომაია, ლიკა ლომიძე,მაია რუხაძე,ალეკო დიაკონიძე,მირზა ფუტკარაძე.

ასევე ქუთაისის წამყვანმა „კლინიკა-ლჯ“-მ წარადგინა თავისი კლინიკის წამყვანი 22 ექიმი .

სად ქვეყნდება ინფორმაცია ნომინაციაზე წარდგენილი ექიმების და მათი საქმიანობის შესახებ ?

პირველ რიგში ჩვენს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე (ექიმები) ასევე ჩემ საავტორო სამედიცინო გადაცემაში „ჩემი ექიმი“ ჟურნალი „თქვენი სახე“ სპეციალურ ნომერს გამოუშვებს ნომინირებული ექიმებისთვის, მომზადდება სტატიები ჟურნალში „სამეფო“ ასევე ჩვენი მხარდამჭერია ინტერნეტ პორტალი „FactNews”.

ქალბატონო მარიამ, როგორ ვიცით პროფესიით ექიმი ბრაძნდებით, თუ შეიძლება მოგვიყევით თქვენი საქმიანობის შესახებ, გარდა ცერემონიალისა ამჯერად კიდევ რითი ხართ დააკვებული ?

ძალიან ბევრი რამით, იმის გარდა რომ ჩემი კლინიკა ფუნქციონირებს საქართველოს რამოდენიმე ქალაქში და ვნერგავთ ძალიან ბევრ სიახლეს რაც საინტერესო იქნება მოსახლეობისთვის პირველ რიგში, ასევე აქტიურად ვმუშაობ ააიპ „მედიკოსთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია“-ზე! ეს არის ორგანიზაცია რომელიც აქტიურად იცავს და დაიცავს მედიკოსთა პროფესიულ უფლებებს !

როდის ჩატარდება მედიკოსთა ეროვნული დაჯილდოების ცერემონიალი,,ექიმები2018” ?

მედიკოსთა ეროვნული დაჯილდოების ცერემონიალი ჩატარდება 9 დეკემბერს.

სად ჩატარდება  მედიკოსთა ეროვნული დაჯილდოების ცერემონიალი,,ექიმები2018”  და იქნება თუ არა ის ყოველწლიური ?

„ექიმები 2018“ ჩატარდება თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში და აუცილებლად იქნება ყოველწლიური უფრო მეტიც ეს იქნება ტრადიცია ქართულ სამედიცინო სივრცეში.

კომენტარი

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here