შესარჩევი გასაუბრება 2019 წლის გერმანიის ბუნდესთაგის საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდიებისათვის

0
104

2018 წლის 22 ოქტომბერს თბილისში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი და გერმანიის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის სხვა წარმომადგენლები  შეხვდებიან გერმანულ დელეგაციას, რომელმაც უნდა შეარჩიოს მონაწილეები გერმანიის ბუნდესთაგის „საერთაშორისო საპარლამენტოსტიპენდიისათვის” (IPS). დელეგაციას ხელმძღვანელობს ბუნდესთაგის დეპუტატი, ქალბატონი დორის ბარნეტი.

აღნიშნული სტიპენდიის ფარგლებში, 120 სტიპენდიატს მსოფლიოს 42 ქვეყნიდან 2019 წლის  მარტის დასაწყისიდან ივლისის ბოლომდე შესაძლებლობა ექნება, გერმანიისბუნდესთაგის მიერ სრულად დაფინანსებული სტიპენდიის ფარგლებში გაეცნოს გერმანიის საპარლამენტო სისტემას გერმანიის პარლამენტში. პროგრამის მიზანია,სტიპენდიატებისათვის თვალსაჩინო გახადოს პოლიტიკური ცხოვრება და დემოკრატიული გადაწყვეტილებების მიღების პროცესები. სტიპენდიატები იმუშავებენბუნდესთაგის ერთ-ერთი დეპუტატის ბიუროში და პარალელურად შეძლებენ ბერლინის ერთ-ერთ უნივერსიტეტში ლექციებზე დასწრებას.

პროგრამას პატრონაჟს უწევს გერმანიის პარლამენტის თავმჯდომარე და იგი ხორციელდება ბერლინის სამ უნივერსიტეტთან ერთად. გერმანიის ბუნდესთაგი გაიღებსმგზავრობის, ბინის,  დაზღვევისა და ყოველთვიური სტიპენდიის ხარჯებს.

პროგრამასთან დაკავშირებით დაწვრილებითი ინფორმაციის ხილვა შეგიძლიათ შემდეგ ვებ-გვერდზე: http://www.bundestag.de/ips.

თბილისში ვიზიტისას დელეგაცია  შეხვდება პოლიტიკის, ეკონომიკისა და განათლების სფეროს წარმომადგენლებს.

კომენტარი

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here