ვინ ემუქრება სიცოცხლის მოსპობის მუქარით კოკო გამსახურდიას ? !

0
1418

რუსეთის სამხედრო დაზვერვის (GRU) ოფიციალური თანამშრომელი, თემურ მასხულია, რომელზეც საქმეც კი იყო აღძრული 2000-იანი წლების დასაწყისში, ვინც თავის კომენტარებში ზვიად გამსახურდიას “სატანისტად” მოიხსენიებს, პირდაპირ დამემუქრა FB-ზე:

Temur Maskhulia “შენნაირი შეძახილების გამო იყო შიზოფრენიით დაავადებულ (რელიგიურად ავი სულისაგან შეჩვენებულ) ზვიად გამსახურდიას ჯერ ცოცხალს სდიეს მოსაკლავად, მერე მკვდარს ტომრით სათრევად და საფლავების საცვლელად გაუხადეს საქმე. შენც მაგის ბედს გაიზიარებ და საამისოდ მე ვიზრუნებ. ძალიან კარგადაც იცი ვინცა ვარ, მაგრამ მამაშენივით სატანისტი ხარ და ვინაიდან სათქმელი არაფერი გაქვს, იარლიკები მომაკერე.”

ეს იგივე მასხულიაა, ვის შესახებაც წერს ჯაბა იოსელიანი თავის წიგნში “სამი განზომილება”, რომ რუსთავში ჩვენ გავშიფრეთ რუსეთის სამხედრო დაზვერვის ოფიცერი თემურ მასხულიაო, რომელიც თემურ ხაჩიშვილის (შემდგომში ერთხანს შს მინისტრის) დამუშავებას ეწეოდაო. დააკვირდით: ამ ტექსტში პირდაპირ ამბობს, ზვიად გამსახურდია მოკლულიაო.

ჰოდა მინდა ხელისუფლების ძალოვნებს და მთავარ პროკურატურას კითხვა დავუსვა: იმდენი ბედოვლათობა და მავნებლობა ვნახეთ ბოლო ხანებში, რომ აქ სადმე მრჩევლად ხომ არ გიზით ეს ნაძირალა?

კონსტანტინე გამსახურდია (უმცროსი) 

კომენტარი

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here