რას წარმოადგენს ილუმინატების ახალი ტალღა თბილისში ?- მასონური სტრუქტურები, რომელთა წევრებიც საიდუმლოდ იკრიბებიან

0
2635

ა.წ. აგვისტოში , პრესაში გამოჩნდა ცნობა, ილუმინატების ახალი ტალღის შესახებ, რომლის ცენტრი საქართველოშია. ჟურნალისტურმა გამოძიებამ მიგვიყვანა ამ მოვლენის გარშემო არსებული ფაქტობრივი მასალების მოპოვების შესაძლებლობის გარკვევამდე. ჩვენ მართლაც მოვიპოვეთ უტყუარი ფაქტობრივი მასალა, რომელსაც ვთავაზობთ მკითხველს.

მსოფლიო ილუმინატების ლიდერი, ილუმინატების აკადემიის გრანდმასტერი, ჯულიანო დი ბერნარდო, ცნობილი პიროვნებაა. მან, ილუმინატების ფონდი ჯერ კიდევ 1992 წელს დაარსა შვეიცარიაში, ლიუცერნში, მისამართზე – Halden Strasse 40.
2002 წლის 11 ივლისს კი
უკვე რომში დაარსდა ილუმინატების აკადემია, მისამართზე – Piazza di Spagna 31.

ილუმინატების მოძრაობის აღორძინება უკავშირდება ჯორჯ ბუშ უფროსს, აშშ 41 პრეზიდენტს, რომელიც 1976-77 წლებში იყო ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი. ჯულიანო დი ბერნარდოს ახლო ნაცნობობა აკავშირებდა ჯორჰ ბუშ უფროსთან, რომელიც   1989-93 წლებში იყო აშშ-ს პრეზიდენტი.

ჯულიანო დი ბერნარდო საქართველოში პირველად გამოჩნდა 2008 წელს. ვინაიდან ეს წელი ტრაგიკული იყო საქართველოსთვის, ჯულიანო დი ბერნარდოს გეგმები საქართელოსთან დაკავშირებით გადაიდო და განახლდა 2017 წლის განმავლობაში, როდესაც მან რამდენიმე ვიზიტი განახორციელა საქართველოში და 2017 წლის აპრილში ესტუმრა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს.ეს მოხდა აპრილში, ხარების დღეს, როდესაც ჯულიანო დი ბერნარდომ მუხლი მოიყარა პატრიარქის წინაშე და ხელზე ეამბორა მას (როგორც თვითმხილველები ამბობენ).

2017 წლის ოქტომბერში. ჯულიანო დი ბერნარდო კიდევ ერთხელ  ჩამოვიდა საქართველოში და 2017 წლის 29 ოქტომბერს მოხდა მის მიერ ილუმინატების ახალი ტალღის ინიცირება, რომლის ცენტრადაც მან აირჩია თბილისი.

თავის მისასალმებელ სიტყვაში, რომელიც მან წარმოთქვა 2017 წლის 3 ნოემბერს, მცხეთაში, რესტორან გუჯარში გამართულ საზეიმო წვეულებაზე, მან საგანგებოდ აღნიშნა:

„დასავლური სამყარო ღრმა ზნეობრივ კრიზისშია. თუ ევროპა ოდესმე გადაწყვეტს აღიდგინოს საკუთარი ღირსება, მას ყავს ცოცხალი მაგალითი საქართველოს სახით. კაცთოყვარეობა და ძმობა უნდა გახდეს ჩვენი მოძრაობის ქვაკუთხედი. მე გადავწყვიტე საქართველო გავხადო ჩვენი მოძრაობის ცენტრად, აქ ვაპირებ გადმოვიტანო ცენტრალური ოფისი. მე სიამოვნებით ვიცხოვრებ თბილისში, იმ ადგილას, რომელიც ჯერ კიდევ 2008 წელს შევარჩიე. ეს იყო შემაღლებული ადგილი ძველ თბილისში, რომელსაც შევხედე და უმალ ვიგრძენი – მე აქ მინდა ცხოვრება“.

ჯულიანო დი ბერნარდო, 2017 წლის 30 ოქტომბერს გამოცხადდა იუსტიციის სახლში, სადაც დაფიქსირდა როგორც შპს „ეპიკ ინვესტ გრუპის“ თავმჯდომარე და დამფუძნებელი.

ილუმინატების ახალი ტალღის დაარსებას 2017 წლის 29 ოქტომბერს, მოყვა ჯულიანო დი ბერნარდოს კულტურული ტური, რომელიც 2018 წლის 11-15 თებერვალს შედგა. მისი მასპინძელი იყო საქართველოს თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე გოგი გეგეჭკორი. ჯულიანო დი ბერნარდო დაესწრო ანსამბლ ერისიონის საგანგებო რეპეტიციას, რომელიც სპეციალურად ჯულიანო დი ბერნარდოს საპატივსაცემოდ გაიმართა. ჯულიანო დი ბერნარდო ესტუმრა ნინო ანანიაშვილს და დაესწრო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის რეპეტიციას, ასევე სპეციალურად მისთვის გამართულ კონცერტს თბილისის თეატრალური საზოგადოების საკონცერტო დარბაზში, ასევე ესტუმრა სამხატვრო აკადემიას, ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმს და სხვა კულტურულ ცენტრებს.

„მე არფრთოვანებული ვარ ქართული სულით. ბევრ ქვეყანაში ვყოფილვარ , მაგრამ ასეთი გრძნობა არსად დამუფლებია. ქართველები გამორჩეული კულტურის და სულის მატარებელი ხალხია და სწორედ ამ ღირსებათა გამო შევარჩიე საქართველო ჩვენი მოძრაობის ცენტრად“ – თქვა ჯულიანო დი ბერნარდომ მასპინძლებთან საუბარში.

გიორგი გერსამია, რომელსაც იგი ოჯახშიც სტუმრობდა, გამორჩეულად შეიყვარა ჯულიანო დი ბერნარდომ. საინტერესო ის არის, რომ ორივეს დაბადების დღე აქვს 2 მარტს.
„მე 2 მარტს დავიბადე, როგორც გიორგი, მაგრამ 1 მარტი ჩამიწერეს შეცდომით, თუმც შუაღამე უკვე გადაცილებული იყო და 2 მარტი იყო დაწყებული, როდესაც მე დავიბადე“ – განაცხადა ჯულიანო დი ბერნარდომ გიორგი გერსამიას ოჯახში სტუმრობისას.

ჯულიანო დი ბერნარდომ, მრავალი მოწმის თვალწინ გადასცა გიორგი გერსამიას დიდი მოცულობის ფლეშ დისკები, რომლებზეც ელექტრონული ინფორმაცია იყო მოთავსებული. ამ ინფორმაციის შინაარსი ჩვენთვის უცნობია. გიორგი გერსამია აცხადებს , რომ ეს სამუშაო ფაილები იყო და უკავშირდებოდა ჰუმანიტარული, მაღალტექნოლოგიური  პროექტების განხორციელებას უახლოესი წლების განმავლობაში.

გიორგი გერსამია არც ეტორე გატი ტედესკისთან შეხვედრის ფაქტს არ უარყობს, 2017 წლის დეკემბერში, რომში. „ჩვენ ძალიან საინტერესო საუბარი გვქონდა მსოფლიოს მოწყობის თემასთან დაკავშირებით. მე ამ შეხვედრიდან გაზრდილი გამოვედი და გლობალურად დავინახე მსოფლიოს ეკონომიკა“ – აცხადებს გიორგი გერსამია.

ილუმინატების ახალი ტალღის შესახებ კი ამბობს :  “მე მზად ვარ გესაუბროთ იდეებზე, კაცთმოყვარეობაზე რომელიც მისაღებია ყველა კონფესიისთვის, ახალი ტექნოლოგიების განვითარებაზე ჰუმანისტური მიზნებით, გონიერების პრიმატზე  21 საუკუნეში ….

არ მაინტერესებს საუბარი რაღაც დახურულ და გასაიდუმლოებულ სტრუქტურებზე,  რომელთა წევრები საიდუმლოდ იკრიბებიან დაა. შ. ეს ყოველივე არასერიოზულია” გიორგი  გერსამია, აღმასრულებელი დირექტორი,  Epic Invest Group.

2018 წლის აგვისტოში, პრესაში გაჟონილი ცნობა, ილუმინატების ახალი ტალღის დაფუძნების შესახებ, უკავშირდება ჯულიანო დი ბერნარდოს დაუძინებელ ოპონენტს, ფრანკ-მასონ ეტორე ლოიზო დი კონენზას, რომელიც დაუსრულებელ დაპირისპირებაში იმყოფება ჯულიანო დი ბერნარდოსთან, იმის გამო, რაც ჯულიანო დი ბერნარდომ თავის დროზე დამართა მთელ მასონურ პირამიდას, როდესაც დაწერა თავისი ბესთსელერი, სადაც ამხილა მასონების კავშირი მაფიასთან და დანაშაულებრივ კლანებთან. ყოველივე ამან , ისეთი დარტყმა მიაყენა მასონურ სტრუქტურებს მთელ მსოფლიოში, რომ ყველა , ვინც კი დარჩა ჯულიანო დი ბერნარდოს მიერ, საფუძვლიანად დანგრეულ მასონურ სტრუქტურებში , სამკდროდ ემტერება ჯულიანო დი ბერნარდოს.

ჯულიანო დი ბერნარდო, მისი „დიგნითი“ ორდენი და ილუმინატების აკადემია , განაგრძობენ ტრადიციულ მოღვაწეობას და მათი ცენტრი არის ტრენტოში, იტალია. ილუმინატების ახალ ტალღას კი სათავე მიეცა 2017 წლის 29 ოქტომბრიდან და მისი ცენტრი იმყოფება თბილისში, ხოლო მისი ლიდერი არის ჯულიანო დი ბერნარდოს მიერ რაინდად სახელდებული გიორგი გერსამია, რომელიც ატარებს თიკუნს Grand Keeper. თუმც ამ ფაქტს თავად გიორგი გერსამია კატეგორიულად უარყოფს და ვიღაცის ფანტაზიის არასერიოზულ ნაყოფს უწოდებს.

ილუმინატების ახალი ტალღის ლოგო განსხვავდება ტრადიციული თვალისაგან, რომელიც იყურება პირამიდის სათავიდან. ახალ ემბლემაში, თვალი შეცვლილია ადამიანის ნათელი თავით, რაც არის გონიერების და კაცთმოყვარეობის სიმბოლო.

 

კომენტარი

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here