“დღეს მსოფლიო გაგიჟდა,ატომური იარაღი მშვიდად ელოდება გამოღვიძებას”,-ირაკლი კაკაბაძე

0
988

დღეს მსოფლიო გაგიჟდა. დიდი ქვეყნები ლამისაა ერთმანეთს დაერიონ. პატარა ქვეყნებში მოსახლეობა აღარ რჩება. ერთ ადგილას ქოლერაა, მეორე ადგილას გენოციდი, მესამე ადგილას კულტურულ მემკვიდრეობას კლავენ. ატომური იარაღი მშვიდად ელოდება გამოღვიძებას. გეოპოლიტიკურ ორგიებს მიაქვს ქვეყანა. ჩემს ცხოვრებაში არ მახსოვს ასეთი გაგიჟებული მსოფლიო.
მაგრამ მაინც, სამყარო უსასრულოა და ის ვერ განადგურდება. ეს მატიფიზიკური კანონია.
და მაინც, მსოფლიო ახლა არ იმსახურებს განადგურებას – იმიტომ რომ მასში დღეს არის საოცარი სილამაზე, რომელიც სიცოცხლეს კიდევ ერთხელ მოგანდომებს უსასრულობამდე და თვალებს დაგიბნელებს, მაშინ როდესაც ამას უკვე დიდი ხანია აღარ ელი.
განა შეიძლება ასეთი სილამაზით სავსე მსოფლიოს დანგრევა?
მე შენ მიყვარხარ ცხოვრებავ – და განა როგორ შეიძლება არ მიყვარდე…ირაკლი კაკაბაძე

ფეისბუქ-სტატუსი 

კომენტარი

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here