“სახის ოვალის კორექცია აფტოს გაუწოვადი და გამწოვი ძაფებით,ძალიან აქტუალურია”,-ხატია ბედინაშვილი

0
1687

საშუალო ხნის ასაკის ქალბატონების პირველი ვიზიტი პლასტიკურ ქირურგთან ხშირად დაკავშირებულია სახის ოვალის ცვლილებასთან. ეს ის პერიოდია როცა სახის ქსოვილებისათვის და ზოგადად კანისათვის აუცილებელი ელასტინის და კოლაგენის პროდუქცია ორგანიზში უკუსვლას იწყებს და თანდათან მათი რაოდენობა და გამოყოფა ქსოვილებში კლებულობს.

შედეგად ქსოვილები კარგავენ ტონუსს, სიმკვრივეს და იწყება სახის ქსოვილების ფტოზი ანუ ქსოვილების ჩამოშვება. რა თქმა უნდა ეს პროცესი და ზოგადად დაბერების პროცესი უფრო კომპლექსურია და აქ სხვა ფაქტორებიც მონაწილეობენ.

სახის რბილი ქსოვილების ჩამოშვება მიუთითებს მათი ზოგადი კარკასის მოდუნებაზე და ასაკობრივ ცვლილებებზე.

ოვალის დეფორმაცია განპირობებულია სახის შუა მესამედის და ქვედა ყბის მიდამოში არსებული ლოყის ქსოვილების ჩამოშვებით. ეს მოვლენა დიდ დისკომფორტს უქმნის პაციენტებს ვინაიდან ქვედა ყბის მიდამოში ჩამოშვებული ქსოვილები არღვევენ ქვედა ყბის ხაზს, პროფილი არამკაფიო ხდება, სახე დაღლილ გამომეტყველებას ღებულობს და ასაკობრივი ცვლილებებიც მეტად გამოხატულია სახეზე.

 “ცხიმოვანი პაკეტს რომელიც ქვედა ყბის მიდამოში ჩამოეკიდება რუსულად უწოდებენ „Брыли”- და ინგლისურად “Jowl”-. სამწუხაროდ ქართულ ენაში მას შესატყვისი თარგმანი არ გააჩნია”,-აცახდებს,ექიმიკოსმეტოლოგი, ( ლაზეროთერაპევი და ინექციების სპეციალისტი,პლაზმათერაპიის

მეზოთერაპიის, ბიოევიტალიზაციისბოტოქსისტუჩის აუგმენტაციის

ცხვირის კოსმეტიკური პლასტიკისმეზო და აფტო ძაფებზე მუშაობის  

სპეციალისტი), ვერა(ხატია) ბედინაშვილი 

მისივე თქმით, დღესდღეისობით სახის ოვალის კორექტირება აპტოს ძაფებით არის ერთერთი საუკეთესო ალტერნატივა.

“აპტოს ძაფებით სახის კანის დაჭიმვა არის მცირე ინვაზიური მეთოდი, რომლის დროსაც გამოიყენება კომპანია Aptos-ის მიერ წარმოებული კოსმეტიკური ძაფები.არსებობს ამ ძაფების ორი ტიპი, გაუწოვადი და გამწოვი. გაუწოვადი ძაფები შედგება პოლიპროპილენისაგან, მატერიალისაგან რომელიც ქირურგიაში უკვე 50 წელზე მეტია გამოიყენება, კარგად აპრობირებულია და ორგანიზმთან სრულიად შეთავსებადია.

გაუწოვადი ძაფები გამოიყენება უფრო ხანდაზმულ ასაკში, როდესაც საკმაოზე მეტად გამოხატულია ქსოვილური ფტოზი ან იმ შემთხვევაში თუ საქმე გვაქვს ზედმეტად მძიმე ქსოვილებთან. რეზულტატი შენარჩუნებულია 3-დან 5-წლამდე. შესაძლებელია პროცედურის განმეორება ამ ვადის გასვლის შემდეგ.გამწოვი ძაფები შედგება პოლირძემჟავასაგან და კაპროლაქტონისაგან. ეს მატერიალებიც დიდი ხანია გამოიყენება კოსმეტოლოგიაში და ზოგადად მედიცინაში, კარგად შესასწავლია, ორგანიზმთან შეთავსებადია და არ იწვევს ალერგიულ რეაქციებს.
განსხვავებით გაუწოვადი ძაფებისაგან გამწოვ ძაფებს გააჩნიათ ორმაგი ეფექტი:


1.
დაჭიმვის ანუ ლიფტინგის ეფექტი
2.
ბიორევიტალიზაციის ეფექტი.

ეს იმას ნიშნავს რომ გარდა სახის კანის დაჭიმვისა, ძაფები გაწოვის პროცესში იწყებენ შემადგენელ კომპონენტებად დაშლას რაც ხელს უწყობს ქსოვილის ხარისხის გაუმჯობესებას შიგნიდან, ასტიმულირებს უჯრედებს და ხელს უწყობს მათ მიერ კოლაგენის და ელასტინის გამომუშავებას, რომელიც აუცილებელია სახის კანის ჯანმრთელობისათვის და გაახალგაზრდავებისათვის.

რეზულტატი შენარჩუნებულია 1,5 წლიდან 2 წლამდე. პროცედურის განმეორება  მიდამოში იქნება შიდა კარკასი ქსოვილებისათვის, რაც ერთგვარი პრევენციაა ქსოვილების განმეორებით ჩამოშვების საწინააღმდეგოდ.


ძაფების ორივე ტიპის შემთხვევაში საკუთრივ ძაფი მიმაგრებულია ორივე მხრიდან ორ ნემსზე, რომელიც უზრუნველყოფს ძაფების გატარებას ქსოვილებში”,-ხატია ბედინაშვილი.  

ექიმის განცხადებით, პროცედურა ტარდება ადგილობრივი გაუტკივარების პირობებში, არ მოითხოვს განაკვეთის გაკეთებას კანზე და ძაფების მოთავსება ქსოვილებში ხდება ერთი ნემსის ნაჩხვლეტიდან, შესაბამისად პროცედურის შემდეგ კანზე არ რჩება ნაწიბურები, პროცედურის ხანგრძლივობა 10 წუთია.


გაუტკივარების შემდეგ ხდება ძაფების შეყვანა ქსოვილებში ნემსის მეშვეობით, კერძოდ ქვედა ყბის მიდამოში ჩამოშვებულ ქსოვილში – „ბრილ“-ში, მხოლოდ ერთი ნაჩხვლეტიდან. საჭირო ზონაში ძაფების შეყვანის შემდეგ ვახდენთ ქსოვილების აქაჩვასლიფტინგს და ქსოვილებს საჭირო ადგილას ვაფიქსირებთ.

კომენტარი

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here