„პროფესიონალთა გუნდით დაკომპლექტებული კლინიკა „შანი“ , ჩემი მეორე ოჯახია“,- ნანა შენგელია

0
612

პროფესიონალთა გუნდით  დაკომპლექტებული კლინიკა  „შანი“    სადაც   46 სერთიფიცირებული  თანამშრომელი  ყოველდღიურ რეჟიმში  მუშაობს აბაში მდებარეობს. კლინიკა, ახლო მომავალში გეგმავს ემერჯენსის გაკეთებას, რაც არამარტო კლინიკისთვის, არამედ სამეგრელოს ცენტრალური მაგისტრალისათვის იქნება  უმნიშვნელოვანესი და უაღრესად საჭირო.

კლინიკაში  ასევე  ცალკე ფუნქციონირებს  ოფთალმოლოგიის კაბინეტი  სადაც მაღალკვალიფიციური ექიმბი ემსახურებიან პაცინტებს. ახლო მომავალში კლიკინა აპირებს  კომპიუტერული ტომოგრაფიის განხორციელებას.  კლინიკამ სულ ახლახანს ასევე შეიძინა  თანამედროვე სტანდარტების რენდგენის აპარატი. პროფესიონალი პერსონალითა და აპარატურით აღჭურვილი კლინიკა  „შანი“  , რომელიც როგორც  მისი დირექტორი ქალბატონი ნანა შენგელია აცხადებს,  მისი მეორე სახლია, არაფრით არ ჩამოუვარდება დედაქალქში არსებულ ნებისმიერი  მაღალი სტანდარტების კლინიკას.

ქალბატონი ნანა შენგელია  7 წლის განმავლობაში აბაშის საავადმყოფოს მთავარი ექიმი გახლდათ. ქალბატონი ნანა შენგელია  ასევე  საქველმოქმედო  ფონდ „ინტერნეიშენალ  ფილდს“-შია გაწევრიანებული და ფონდის სხვადასხვა საქველმოქმედო პროექტებით კლინიკა აღიჭურვა თანამედროვე სტანდარტების აპარატურით.

ხოლო მოგვიანებით მან ჩამოაყალიბა  წმინდა ნინოს სახელობის საქველმოქმედო ფონდი „იმედი“ რომლის პრეზიდენტიც გახლავთ თვითონ.  „ამ კლინიკით ასევე  მეძლევა საშუალება, უანგაროდ  ვიდგე ჩემი ხალხის სამსახურში,აბაშის რაიონის მოქალაქეების“.

„დიდი პასუხისმგებლობაა იყო ექიმი, რადგან სხვისი სიცოცხლე გაბარია. მე ყოველ დღე, რამდენიმე ათეულ ადამიანს ვემსახურები და ვაიმედებ .ჩვენი კლინიკა ,,შანი“ მრავალპროფილიანი კლინიკაა და აქ საყოველთაო და სოციალური დაზღვევა ამოქმედებული, ვცდილობ ყველანაირი  პირობა და კომფორტი  შევუქმნა კლინიკაში მოსულ პაციენტს“, -აცახდებს ქალბატონი ნანა შენგელია.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი  ქალბატონი ნანა უამრავ ქველმოქმედებას ეწევა რეგიონში.  არამარტო სამედიცინო თვალსაზრისით, არამედ ფინანსური.  სულიერ მამებთან ერთად  იგი  ძალიან ხშირად, შეჭირვებულ, სოციალურად დაუცველ ოჯახებს ეხმარება.

როგორც მოსახლეობის დიდმა ნაწილმა აღნიშნა, ქალბატონი ნანა ყველასათვის თავდადებული ადამიანია. მას ყველას ტკივილი გულთან ახლოს მიაქვს და ეხმარება მოსახლეობას.  მათ შორის ძალიან აქტიურად  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს.

კლინიკა „ შანი“ ქალბატონი ნანას ხელმძღვანელობით  ყოველ წელიწადს, აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლებში უფასო გამოკვლევებს უტარებს მოსახლეობას.

„შანი“ ჩემი შვილების ინიციალებია, ჩემი მეუღლის  და შვილების გარეშე  ვერაფერს  ვერ გავაკეთებდი. ძალა მათი თანადგომით მეძლევა, მათმა სიყვარულმა გამაკეთებინა ყველაფერი რასაც დღეს ვაკეთებ და გამაჩნია“,-აცხადებს ქალბატონი ნანა შენგელია.

მოამზადა

თამარ აფციაური

 

 

 

კომენტარი

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here