საპროტესტო აქციის მონაწილეები ერევნის მერიაში შეიჭრნენ

0
746

აქციის მონაწილეებს ქალაქის მმართველის მოადგილეები შეხვდნენ. მათ განმარტეს, რომ ერევნის მერი შენობაში არ იმყოფებოდა. დემონსტრანტები ქალაქის მერის გადადგომას ითხოვენ.

ადგილობრივი მედისაშუალებების ნაწილი იმასაც წერს, რომ მერიაში შეჭრილი ათეულობით დემონსტრანტი დერეფანში ზის და მერს ელის, ნაწილი კი ქალაქის მერიის თანამშრომლების სამუშაო ოთახებში დადის.

ტარონ მარკარიანი ერევნის მერის თანამდებობას 2011 წლიდან იკავებს. აქციის მონაწილეები მას ქალაქის მართვის პოლიტიკის და მოუგვარებელი პრობლემებისთვის აკრიტიკებენ.

კომენტარი

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here