“ატყდა სკანდალი, თანამშრომელ ქალზე ვითომდა სექსუალური ზეწოლის ბრალდებით”,-გირგოლ გაგნიძე

0
1604

ამ დღეებში ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციების მიერ საჯარო რეესტრის ხელმძღვანელის პაპუნა უგრეხელიძეზე ატყდა სკანდალი, მისივე თანამშრომელ ქალზე ვითომდა სექსუალური ზეწოლის ბრალდებით.

მანამდე კი იგივე ბრალდებით ბორდის ხელმძღვანელობის კანდიდატურას ჩამოაშორეს ზვიად დევდარიანი. უფლებადამცველი გრიგოლ გაგნიძე ამ ამბავს ეხმაურება და აცხადებს : – მოემზადეთ, ფემინისტების აქტიური შეტევები იწყება.

„მოკლედ… სააკაშვილი იყო და დაერია ახალგაზრდა თაობას ციხეები განსაკუთრებით კაცებით გადატენა და ლამისაა ქართველი ერი კრიმინალებად შერაცხა , ახლა მათი სატელიტები ზოგი მთავრობაში ჩაბუდებულები ზოგი კერძო სექტორში, ქართველი კაცების ,,სექსმოძალადე -მანიაკების” იარლიყის მიკერებას იწყებს , საინტერესოა მთავრობის რამდენი მაღალჩინოსანი პარლამენტარი თუ სხვა გახდება მათი სამიზნე , პარლამენტიდან გამოდის ინფორმაციები რომ ქალების გარკვეული გუნდი პარლამენტში და მთავრობაში მამაკაცების მიმართ პოლიტიკური დაშანტაჟების და ქალების სამთავრობო რევოლუციის მცდელობა აქვთ.

განსაკუთრებით ეს ბრძოლა მძაფრდება პარლამენტში გენდერული კვოტირების კანონპროექტის ჩავარდნის შემდეგ. თუ არ გამოფხიზლდება მთავრობაში და პარლამენტში საღად მოაზროვნე ქალები და კაცები, მივიღებთ განსაკუთრებით კაცების სექსმოძალადე მანიაკებად შერაცხვის სურათებს. ჩემი ინფორმაციით, სახალხო დამცველის აპარატი იწყებს სექსმოძალადეობის ფაქტების შესწავლას.

დევდარიანი , უგრეხელიძე ვინ იქნება შემდეგი ??ამას მომავალი გვიჩვენებს შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 24 ნოემბერს ვაფრთხილებდი პარლამენტს -ხელისუფლებას “ნუ აირჩევთ ისეთ სახალხო დამცველს, რომელიც მალე სანანებელი გაგიხდებათ “,!- ხოდა მოამზადეთ ფემინისტების აქტიური შეტევები იწყება. ინფორმაციით ძირითადად დარტყმის ობიექტები, ხელისუფლების სხვა და სხვა შტოს წარმომადგენლები იქნებიან.

” „ალიასთან “ კი გრიგოლ გაგნიძე ამ ამბების წარმოშობის სკანდალურ დეტალებს ახმოვანებს: – დევდარიანი, უგრეხელიძე , ეს სია გაიზრდება? რა მიზანი აქვს ამ ყველაფერს? – მიზანი აქვს რეაქციონერი ქალების ზეწოლას ხელისუფლებაზე, რომ ზოგი დააშანტაჟონ და დაიყოლიონ თავიანთ მიზნების განსახორციელებლად , ვინც შეეეწინაღმდეგება ხელისფლებიდან, დაარტყან დევდარიანს, უგრეხელიძეს… ვერ დავიჯერებ, რომ ევროპა და ამერიკა ითხოვდეს ქართველი კაცების მანიაკებად, სექსმოძალადეებად შერაცხვას..

უბრალოდ ძალაუფლებისთვის ბრძოლის და ძალაუფლების გაფართოების გამო უკიდურესად მორალურ ზღვარზე გადიან ისინი, ვინც ამ პროცესებს ქვეყანაში მართავს ..გარკვეული ჯგუფი თვით ინიციატივასაც ავლენს ძალაუფლების, უფრო მეტი ბერკეტების ხელში ჩასაგდებად.

– თქვენ სახალხო დამცველის აპარატზე აკეთებთ აქცენტს…

– სახალხო დამცველის აპარატი ცდილობს სექსისტური მოძალადე მამაკაცების წინააღმდეგ მოკვლევების ჩატარებას დასკვნების მომზადების მიზნით. სხვასაც ვიტყვი, ოღონდ ცოტა მოგვიანებით… რატომ აირჩიეს განტევების ვაცად დევდარიანი რადიკალ ლიბერასტებში და რატომ უგრეხელიძე იუსტიციის სამინისტროში.

მოკლედ დავიწყებ დევდარიანით, სახალხო დამცველმა წარადგინა ხომ ბორდის ხელმძღვანელის თანამდებობაზე და შემდეგ მისი სექსუალურ ძალადობაში მხილება როცა მოხდა, მაქვს ინფორმაცია, რომ სახალხო დამცველმა ჩაატარა კრება და რატომ არ მითხარითო თუ ასე იყოო, გარედან ჩანს რომ დევდარიანი მისმა გუნდმა გაწირა, ჯერ არ არის გარკვეული და ვნახოთ რითი დამთავრდება ეს ყველაფერი, ეს ისეთი სენსიტიური თემაა, აქ ერთი კუთხით თუ მიუდგები, მეორე კუთხიდან არ უნდა დააზიანო ადამიანის უფლებები, ანუ გადმოსახედიდან რაც ჩანს, აქ რადიკალურ ლიბერალებს დავარქმევ მე ამათ, ისეთი რადიკალური ფორმებით იბრძვიან თავიანთი ლიბერალური უფლებებისათვის..

ლიბელალად მეც ვთვლი ჩემს თავს, მაგრამ მე ვარ საკანონმდებლო ლიბერალიზაციის მომხრე. კანონის გაჰუმანურების, და არა შენილიბერალურ მანტიას ამოფარებული ზალა, ქალი ხრ თუ კაცი ხარ გამოიყენო სხვა დავუშვათ განსხვავებულად მოაზროვნე ხალხის დასაჩაგრად, ამას იმიტომ ვამბობ, რომ ამათ უნდათ კანონში გარკვეული ინსტრუმენტები მოითხოვო, აი ეს ხალხი დაისაჯოს, იმიტომ რომ მე მინდა ასე, ეს უკვე ძალის დემომსტრირება უფროა. არ შეიძლება გაბოროტებულ ადამიანდაემსგავსო, რომელიც ამ გზით ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად იბრძვის, ქალის უფლებებიც დამიცვია და კაცისაც, მე ვერ დავყოფ ესე. -ანუ მაინც რა მოხდა, თქვენ ამბობთ რომ დევდარიანი მისმა გუნდმა გაწირა, როგორ ?

– დევდარიანი რადიკალური ლიბერალების გუნდში იყო, გიგაურის, ლომჯარიას, ან ნაცვლიშვილის ანუ წინა წლეში, დღეს როდესაც უკვე ჩუგოშვილი და გარკვეული გუნდი მთავრობაში გადავიდა, ამ გუნდს შორის რაღაც ინტერესების გადაკვეთის მსხვერპლია დევდარიანი. მე ვფიქრობ, რომ ლომჯარია შეუთანხმებდა ჩუგოშვილს დევდარიანის კანდიდატურას, მაგრამ აქეთ გიგაურის ფრთას, რომელიც სამთავრობო ოპოზიციაში მოისაზრება, მათ ინტერესს არ შეესაბამებოდა დევდარიანის ბორდის ხელმძღვანელად დანიშნვა და უცებ ქალთა ორგანიზაციებმა დაარტყეს მას პირდაპირი მნიშვნელობით.სამიზნე აღმოჩნდა ფაქტიურად ადამიანი, რომელსაც სამი შვილი ყავს, ოჯახი აქვს ჩვეულებრივ, ხშირად ასეთი დარტყმები ადამიანისთვის რეპუტაციის შელახვას გულისხმობს.

არ უნდა შეიქმნას ასეთი ტენდენციები, მოგვიანებით აგიხსნით რა უკუშედეგები შეიძლება ამ ვითომ ქალთა უფლებების დაცვამ ასეთი ფორმით გამოიწვიოს. როდესაც სააკაშვილის დროს ზონები ასევე სავსე იყო ქალებით, მაშინ რატომღაც და ჩემდა გასაკვირად ამათ ხმა არ ამოუღიათ,ამ ხელისუფლების ლიბერალური მიდგომა კანონის გაჰუმანურების მხრივ, ანუ იმხელა სასჯელები რომ არ არის, რაც მიშას დროს იყო და ა.შ. მერე მეორე მხარეცაა აქ, საზოგადოებაში იქმნება ევროპისა და ამერიკის მიმართ უარყოფითი მუხტი, თუ ესეთი რადიკალურად ლიბერალურია არ მინდა მაშინო, ხალხი იძახის, ანუ საზოგადოებას აძულებენ იმ ნაბიჯს,ამარგინალებენ თვითონვე იდეოლოგიას, მათივე ბოროტად ნდობის გამოყენება ხდება, ეს ყველაფერი ხალხში ზოგჯერ ღიად, ზოგჯერ ფარულად ქმნის უკმაყოფილებას ამერიკული ინსტიტუციების მიმართ, მინდა ვთქვა, რომ ჩემი აზრით, დევდარიანი არის ფარული გარიგების მსხვერპლი ამ ლიბერალურ გუნდს შორის.

-კარგით და მეორე შემთხვევაში რა მოხდა, ანუ პაპუნა უგრეხელიძის, როცა მასაც იგივე სექსუალურ ძალადობაში სდებენ ბრალს და ის ამის გამო საჯარო რეესტრის ხელმძღვანელის თანამდებობასაც კი ტოვებს?

-ამ შემთხვევაში ჩვენ ცოტა შემოვლით ბრძოლასთან გვაქვს საქმე, ინფორმცია ამაზე 2017 წლის ზაფხულში თუ გაზაფხულზე გაჟღერდა,როცა უჩა ნანუაშვილი იყო სახალხო დამცველი, მაგრამ იუსტიციის სამინისტრომ არ დაადასტურა ეს ინფორმაცია, საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია მეც გადავამოწმე. იყო ეს ფაქტი თუ არა რეალურად არავინ იცის ხო, საბოლოო სიტყვა ამ დროს მაინც სასამართლომ უნდა თქვას. წულუკიანმა გააკეთა განცხადება, რომ მას ეს საჩივარი არ უნახავს.ახლა აქ რა ხდება, კარგად გვახსოვს იუსტიციის მინისტრისა და ნანუაშვილის ღია დაპირისპირებანი, საჯარო დაპირიპირებები, სტრასბურგის დონეზე დაპირისპირებები, ხომ, ზუსტადაც მე ვფოქრობ, რომ ეხლა ისევ ამ თემის წამოწევა და უგრეხელიძის დადანაშაულება, იყო სამაგიეროს გადახდის მცდელობა, იუსტიციის სამინისტროში ამჯერად დარტყმის ობიექტად შეარჩიეს უგრეხელიძე, ახალგაზრდა კაცი, წულუკიანი თავის დროზე როცა ადანაშაულებდა ნანუაშვილს, რომ ის ვანო მერაბიშვილს მოწმედ დაუდგა ევროსასამართლოში და სხვადასხვა ტენდენციებით ნანუაშვილი აგრძელებდა ხომ ამგვარ მტავრობისთვის მიუღებელ ქმედებებს, ვფიქრობ რომ სწორედ ახლა დისკრედიტაციის გაგრძელებაა ეს, ამ სკანდალის გახმოვანების შემდგომ ხომ იყო პირდაპირი მოთხოვნა გადამდგარიყო იუსტიციის მინისტრი.უგრეხელიძის თემა არის მთელ სამინისტროზე დარტყმა, ანუ ეს იყო წულუკიანზე არაპირდაპირი დარტყმა. -თქვენ თქვით რომ ასეთი ტენდენციით ქალთა უფლებისთვის ბრძოლა და კანონში ცვლილების შეტანა უკუშედეგებს გამოიწვევს, კერძოდ? -გეტყვით, ეს გარკვეულწილად დააკომპლექსებს ადამიანებს, ხელმძღვანელი პირი მამაკაცებს ვგულისხმობ, სულაც ათას მიზეზს დაუწყებენ ძებნას, როცა მათ სისტემაში ან უწყებაში ქალის დანიშნვაზე იქნება ლაპარაკი, ათასნაირად გამოიკვლევენ, ვინ არის, სად მუშაობდა, შემჩნეული ხომ არაა ვინმეს უსაფუძვლო დადანაშაულებაში, ათასი ნიუანსია მოკლედ, აქ ქალთა და მამაკაცთა უფლებების დაბალანსება კი არა პირიქით მოხდება.

კომენტარი

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here