„რუსეთი უფლებას იტოვებს, საპასუხო ნაბიჯები საქართველოსთან მიმართებაშიც გადადგას“ – მოსკოვი 23 ქვეყნის დიპლომატს აძევებს

0
805

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქვეყნიდან უცხოელი დიპლომატების გაძევებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, რუსეთმა ავსტრალიის, ალბანეთის, გერმანიის, დანიის, ირლანდიის, ესპანეთის, იტალიის, კანადის, ლატვიის, ლიტვის, მაკედონიის, მოლდოვის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პოლონეთის, რუმინეთის, უკრაინის, ფინეთის, საფრანგეთის, ხორვატიის, ჩეხეთის, შვედეთისა და ესტონეთის დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები დაიბარა.

“მათ გადაეცათ საპროტესტო ნოტები და განუცხადეს, რომ ბრიტანეთის დაუსაბუთებელი ბრალდებების ფონზე, რუსი დიპლომატების გაძევების შესახებ გადაწყვეტილების გამო, რუსული მხარე საპასუხოდ პერსონა ნონ-გრატად აცხადებს ამ ქვეყნების დიპლომატიური დაწესებულებების შესაბამისი რაოდენობის თანამშრომლებს.

იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო მომენტში აღნიშნული ქვეყნების რიცხვს ბელგია, უნგრეთი, საქართველო და მონტენეგრო შეუერთდნენ, რუსეთი იტოვებს უფლებას საპასუხო ნაბიჯები მათთან მიმართებაშიც გადადგას“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყებაში.

იხ.ვრცლად

კომენტარი

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here