All for Joomla All for Webmasters
გამოკითხული ქვეყნებიდან, ყველაზე ნაკლებად აზერბაიჯანელებს უნდათ სხვა ქვეყანაში ცხოვრება. ქართველებისთვის საცხოვრებლად ყველაზე სასურველი საზღვარგარეთის ქვეყნები გერმანია და აშშ-ია. 4 ქვეყანაში ჩატარებული კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ მოქალაქეთა უმეტესობას სხვა ქვეყანაში მუდმივად საცხოვრებლად გადასვლა არ სურს. კვლევაში მონაწილე ქვეყნებია: საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი და რუსეთი. თითოეული გამოკითხული ქვეყნიდან 1200-მა ადამიანმა უპასუხა კითხვას, რამდენად გადავიდოდნენ სხვა ქვეყანაში მუდმივად საცხოვრებლად, თუ ამის შესაძლებლობა ექნებოდათ. საკუთარი ქვეყნიდან საცხოვრებლად სხვაგან გადასვლა ყველაზე ნაკლებად აზერბაიჯანელებს სურთ (78%),...