All for Joomla All for Webmasters
 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ  სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ წერილობით  გააფრთხილა. საზოგადოებრივი მაუწყებლის  განცხადების საფუძველზე, კომისიამ მონიტორინგი  ჩაატარა, რის შედეგადაცდადგინდა, რომ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-მა გადაცემაში „P.S.“ საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გადაცემა „მოამბეს“ მიერ  მომზადებული კადრები გამოიყენა. გადაცემა ეხებოდა ქართველ სპორტსმენს, ლევანგორგაძეს, რომელმაც იაპონიაში იმპერატორის თასის მოპოვება შეძლო. გადაცემაში გამოყენებული იყო სპორტსმენის ჩართვა სკაიპით. სწორედ აღნიშნული მონაკვეთი იყო ნაჩვენები „რუსთავი 2“-ის ეთერში, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ლოგო წაშლილი ჰქონდა.  „რუსთავი 2“-ის მიმართადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვისას, 15 მარის სხდომაზე კომისიამ მხარეებს მორიგება შესთავაზა და მაუწყებლებს ათდღიანი ვადა მისცა. გამომდინარე იქიდან, რომ მხარეები ვერშეთანხმდნენ, კომისიამ მსჯელობის შედეგად, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის გამო, წერილობით გააფრთხილა.