კემეროვოს სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად 64 ადამიანი დაიღუპა

0
540

რუსეთის ქალაქ, კემეროვოს სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად 64 ადამიანი დაიღუპა, აქედან 41 ბავშვია. არაოფიციალური მონაცემებით, დაკარგულად ითვლება 27 ადამიანი. 

ხანძრის დროს დაიღუპა სავაჭრო ცენტრში განთავსებული კონტაქტური ზოოპარკის 200-მდე ბინადარი. სამართალდამცავთა წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი შენობაში ბატუტის ოთახიდან გავრცელდა, სადაც ბავშვები თამაშობდნენ.

ცეცხლის ჩაქრობას 600-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი 18:00 საათზე მეტი ხნის განმავლობაში ცდილობდა.

მომხდარზე გამოძიება დაწყებულია, სამართალდამცველებმა ცენტრის მენეჯმენტის წარმომადგენლები უკვე  დაკითხეს.

იხ.ვრცლად

კომენტარი

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here