All for Joomla All for Webmasters
არჩილ ტატუნაშვილს 24 თებერვალს, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს. როგორც უწყებაში აცხადებენ, ტატუნაშვილს შაბათს დილით წეროვანში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დაასვენებენ, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება. დაკრძალვის ხარჯებს თავდაცვის სამინისტრო დაფარავს. აქამდე ცნობილი იყო, რომ არჩილ ტატუნაშვილი სოფელ ქანდაში უნდა დაეკრძალათ. არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ქართულ მხარეს 20 მარტს გადმოეცა. ცხედარი თავდაპირველად ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში...