ქაბულში ტერაქტის შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა, 18 კი, დაშავდა

0
328

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, უნივერსიტეტში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა.

BBC-ის ცნობით, აფეთქების შედეგად, სულ მცირე 26 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 18 დაშავდა. თუმცა სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ცნობით,  მსხვერპლის რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს.

აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც ქაბულის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე გაზაფხულისა და ახალი წლის დადგომას ნოვრუზ ბაირამს აღნიშნავდნენ.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.
იხ.ვრცლად

კომენტარი

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here