“ნ.გვარამიას მიერ ნ.გაბუნიას მიმართ გაფრთხილების გამოცხადება ნიშნავს ჟურნალისტური გადაცდომის დანაშაულის აღიარებას”,-გრიგოლ გაგნიძე

0
679

რუსთავი 2 ირგვლივ ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო რომ რელიგიურ გრძნობების შეურაწყოფა მტკივნეულია ჩვენი საზოგადოების წარმომადგენლებისათვის, აღნიშნულ ჟურნალისტური გადაცდომის ინციდენტზე ნ.გვარამიას მიერ ნ.გაბუნიას მიმართ გაფრთხილების გამოცხადება ნიშნავს ჟურნალისტური გადაცდომის დანაშაულის აღიარებას რ-2 ის დირექტორის მხრიდან, რაც მისასალმებელია. ვინაიდამ გახლავართ აღნიშნული ტელევიზიის ხშირი მაყურებელი, მინდა მოვუწოდო რ -2 ის სარედაქციო პოლიტიკის წარმმართველებს,—

 პატივცემულებო გთხოვთ საინფორმაციო გადაცემები უფრო გააჰუმანურეთ ნუ აშუქებთ აგრესიულ სიუჟეტებს, გთხოვთ ნუ მოემსახურებით ხალხში აგრესიის და ნეგატიური ენერგიის დათესვას —. ეს საზოგადოების გარკვეულ ფენაში უარყოფით ენერგიის დაგროვებას უწყობს ხელს რაც ისევ საზოგადოებას და თქვენს ტელევიზიას უბრუნდება უკან , ბოლო დროის ინციდენტიც ნათელი მაგალითია, ყველა რელიგია ამას ხსნის და (აგრესიის დამთესავი აგრესიას მოიმკის) (კოკასა შინა რაცადევს იგივე გადმოდინდების ) და სხვა. საქართველოში და მსოფლიოში ყველა პოლულარული ამერიკული სოც ქსელიც ფეისბუკის ადმინისტრაცია ზრუნავს მასზედ რომ მსოფლიოში მის მომხმარებლებში დადებითი მუხტი შეიტანოს. 


(ცოტა იუმორიც)) ეზოთერიკული პრინციპებიდან გამომდინარე უარყოფითი ენერგიის და ნეგატივის დაგროვების გამო, მომავალში რ-2 -ს რომ ღრუბლებიდან გამოსროლილი მეხი დაეცეს საინტერესოა ვის დააბრალებთ (მართლმადიდებელ წმინდანებს — ღმერთს თუ ბიძინას ხეებს.. )))

პატივისცემით

უფლებადამცველი გრიგოლ გაგნიძე

 

კომენტარი

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here