“საქმე ნამდვილად არ არის არც გაბუნიას ბრიყვულ შედარებაში, არც TV-რუსთავში”,-კონსტანტინე გამსახურდია

0
2625

საქმე ნამდვილად არ არის არც გაბუნიას ბრიყვულ შედარებაში, არც TV-რუსთავში.

მინდა შეგახსენოთ, ზოგადად რაც შეეხება ინკვიზიციას: პროცესის დროს ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის მიმართ ერთ-ერთი უმთავრესი შეკითხვა იყო ხოლმე, ხომ არ იმკრეხელა უფალი იესო ქრისტეს მიმართ.

და თუკი გამოჩნდებოდა მოწმე, დაიწყებოდა “ესპანურ ფეხსაცმელში” ბრალდებულის ტერფის ჩადგმა-დამუშავება, შემდეგ ფრჩხილების დაძრობა, ბოლოს გამორიცხული არ იყო არც კოცონი. “ლოგიკა” ასეთი დიდებული იყო: უმჯობესია ამქვეყნად დაიტანჯოს, ვიდრე იმქვეყნდად გეენიაში შთავარდეს. სხვები უფრო სასტიკნი, ალბათ იტყოდნენ: დაე იწვოდეს ორივე სოფელში.

ამ ყოველივეს იმდენი საერთო აქვს ქრისტიანობასთან, რამდენიც ვირს არისტოტელეს ფილოსოფიასთან.

ზუსტად ასე და არა სხვანაირად შეეცდება საქართველოში შემოიჭრეს პუტინური ბანდიტურ-ექსკაგებისტური ბარბაროსობა, რასაც მოყვება ქართული სახელმწიფოებრიობის წაშლა და მისი 6 სექტორად შეთრევა რუსეთის იმპერიაში, უფრო საშინელი ფორმით განახლებულში, ვიდრე ოდესმე.

ფხიზლად იყავით. უკანასკნელ დღეებში ყველაზე მძიმე და კრიტიკულ ზონაში გადავედით. რომელმან სძლოს, საზღაური დიდი მიიღოს – გვაფრთხილებს ისევ უფალი აპოკალიპტიკოსი იოანეს პირით.

კონსტანტინე გამსახურდია

ფეისბუქ-სტატუსი 

კომენტარი

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here