ლევან ქუტაშვილის დედა: ტატუნაშვილს რა შეემთხვა არ იციან, ყველანი ცალ-ცალკე ჰყავდათ

0
387

არჩილ ტატუნაშვილს რა შეემთხვა მასთან ერთად დაკავებულებმა არ იციან, ყველანი ცალ-ცალკე ჰყავდათ, – ამის შესახებ ლევან ქუტაშვილის დედამ მედეა ილურიძემ ტელეკომპანია „იმედს“ განუცხადა.

„დაბრუნდა წუხელ საღამოს, მისცეს საშვები და უპრობლემოდ გამოვედით ჩვენ, გამოუშვეს თვითონ. ყველანაირი შეფერხების გარეშე გამოვედით, თვითონ იმყოფებიან ჯანმრთელად. ნახეს, შეხვდნენ მინისტრებიც. არანაირი ფიზიკური ზეწოლა არ აღენიშნება. მათთვის არ შეუქმნიათ პრობლემა.  მისცეს საბუთი და ეს იმას ნიშნავს რომ მათ შეუძლიათ თავიანთ სამშობლოში შესვლაც და გასვლაც.  გარდა ამისა, რა მოხდა და ტატუნაშვილს რა წაუყენეს, ჩვენ არაფერი არ ვიცით.  ესენი ყველა იყვნენ ცალ-ცალკე და არაფერი არ იციან. როცა დაბრუნდნენ მერე შეიტყვეს“,- განაცხადა მედეა ილურიძემ.

შეგახსენებთ, რომ ლევან ქუტაშვილმა და იოსებ პავლიაშვილმა ოკუპირებული ტერიტორია გუშინ დატოვეს. მათ სამედიცინო ექსპერტიზა უტარდებათ.

იხ.ვრცლად

კომენტარი

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here