‘საინტერესოა ხელისუფლებას რუსეთთან და თურქეთთან ყარსის ხელშეკრულებაზე თუ ექნებათ მოლაპარაკებები”,-გრიგოლ გაგნიძე  

0
1463

 

 

ვფიქრობთ ქვეყნისთვის უახლოეს პერიოდში ისტორიულად მტკივნეული წელი იყო 2008 წელი, ხოლო არანაკლებ  მნიშვნელოვნად საბედისწერო იქნება 2021 წელი რომელიც ძალიან მალე დადგება ყარსის ხელშეკრულების გადახედვის წელია რა დროსაც თურქეთი ისტორიული 1921 წლის 13 ოქტომბრის რუსეთსა და თურქეთს შორის დადებულ ყარსის ხელშეკრულების შეეცდება არც მეტი არც ნაკლები,  ბათუმის  რეგიონი  დაიკანონოს, თუ   პრემიერ გიორგი კვირიკშვილის ინიციატივა მიმართვა რუსეთის ხელისუფლების მიმართ  მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე ისტორიული პრობლემის გადაწყვეტის საკითხსაც მოიცავს მიმაჩნია ეს იქნება ისტორიულად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელშიც  პოლიტიკოსები და საზოგადოება ხელისუფლებას გვერდში უნდა დაუდგეს.

 

შეგახსენებთ რომ ცხინვალის რეგიონში მოკლული  ქართველი გმირის ა.ტატუნაშვილის  ცხედრის საქართველოს  გადმოცემის მოთხოვნაში ჩაერთო საერთაშორისო პარტნიორები,    ამრიგად საქართველოს  მხარისთვის ჩიხურ სიტუაცია  რომ არ შეიქმნას , ვფიქრობ ხელისუფლებამ ქვეყნების მიმართ ურთიერთობების დარეგულირების   საკითხი უფრო გლობალურდ უნდა გაანალიზოს 2021 წლის  ყარსის ხელშეკრულების შედეგებზეც უნდა იფიქროს:   ე.წ. ყარსის ხელშეკრულების მოკლე შინაარსი .

 

საქართველოს ტერიტორიების ფორმირებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 1921 წლის 13 ოქტომბერს დადებულმა ხელშეკრულებამ, რომელიც რუსეთსა და თურქეთს შორის გაფორმდა.

მართალია, ეს ორი სახელმწიფო ტრადიციული მოწინააღმდეგეები არიან, თუმცა იმ პერიოდში ორივეს საერთო ინტერესები ამოძრავებდა. თურქეთიც და რუსეთიც აქტიურად ებრძოდა ბუფერული ზონების არსებობას, რათა ეს ტერიტორიები ევროპულ სახელმწიფოებს არ დაეკავებინათ. ყველასათვის ცნობილია, რომ დიდი სახელმწიფოები ყოველთვის ცდილობენ ერთმანეთთან ე.წ „სანიტარული კორდონის“ ქონას, თუმცა ამ შემთხვევაში, რუსეთიც და თურქეთიც დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ამბიციებს უფრთხოდნენ. სწორედ ამიტომ, ტრადიციულ მოწინააღმდეგეებს შორის თანამშრომლობა დაიწყო.

ბუფერული ზონების გაუქმების შემდეგ ყოველთვის დგება ორ სახელმწიფოს შორის ომის წარმოშობის საშიშროება, თუმცა იმ პერიოდში თურქეთიც და საბჭოთა რუსეთიც დარწმუნებული იყვნენ, რომ ომის დაწყების სურვილი არც ერთ მათგანს არ ჰქონდა. თურქები ფიქრობდნენ, რომ სამოქალაქო ომის შემდეგ დასუსტებული რუსეთი ვერ გარისკავდა ხანგრძლივ ომს, თანაც საბჭოთა ქვეყნები ევროპული ქვეყნების ინტერვენციასაც უფრთხოდნენ. რუსეთი კი ფიქრობდა, რომ მისი იდეოლოგია კავკასიაში საკმარისად იყო გავრცელებული, თანაც მის წევრ სახელმწიფოებს თურქების მიმართ გამოხატული ანტიპატია ჰქონდათ, ამიტომ ქემალისტები ვერ გარისკავდნენ პოტენციურ მოკავშირესთან ომს.

საბოლოო ჯამში, ორივე ქვეყანას სურდა შავი ზღვის აუზის ბოლომდე გაკონტროლება, რათა არ დაეშვათ უცხო სახელმწიფოების შემოჭრა საზღვაო გზებით, ამისათვის კი მნიშვნელოვანი იყო ერთმანეთთან თანამშრომლობა. სწორედ ამ მიზეზების გამო 1921 წელს ორივე სახელმწიფოს წარმომადგენლები მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდნენ და ტერიტორიების განაწილება დაიწყეს. გადაწყვეტილების მიღების პროცესში ორ მხარეს შორის წარმოიშვა უთანხმოება – იუსუფ ქემალმა რუსეთის მხარეს ბათუმის, არტაანის, ართვინისა და ყარსის თურქეთის ტერიტორიებად აღიარება მოსთხოვა. სომხების ინტერესებსა და ტერიტორიებს აქტიურად იცავდა გიორგი ჩიჩერინი, საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა ნარკომი, რომელიც მოითხოვდა, რომ გიუმრისა და ყარსის ტერიტორია თურქებისთვის არ მიეკუთვნებინათ.

გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იოსებ სტალინმა, რომელმაც სხვა ქართული და სომხური მიწების სანაცვლოდ, თურქებს უარი ათქმევინა ბათუმზე.

თუმცა ყველაფერი ასე მარტივადაც არ იყო – თურქეთმა ბათუმის შემთხვევაში კომპრომისი მაინც მოითხოვა. ხელშეკრულების თანახმად, თურქების მოთხოვნით, ბათუმი ავტონომიური ერთეული უნდა გამხდარიყო, რაზეც რუსეთი დათანხმდა.

საბოლოოდ, ყარსის ხელშეკრულება 1921 წლის 13 ოქტომბერს გაფორმდა და რუსეთის მხარემ თურქებს ყარსი, ართვინი, ოლტისი და არტაანი გადასცა, სანაცვლოდ კი აჭარის ნაწილი, ავტონომიური ბათუმი და გიუმრი მიიღო. ამ შეთანხმების შედეგად, საქართველოს ისტორიული და საეკლესიო ძეგლები – შატბერდი, ბერთა, ანჩი, პარხალი და იშხანი თურქეთის ტერიტორიაზე მოექცა.

ამ ხელშეკრულებით შეიცვალა როგორც საქართველოს, ისე სომხეთისა და აზერბაიჯანის ტერიტორიებისა და საზღვრების ბედი.

 

უფლებადამცველი გრიგოლ გაგნიძე

 

 

 

კომენტარი

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here