ვიზაჟისტი, ალექს ალექსანიანი მაკიაჟით ქალების სახეებს ხატავს !

0
4388

სტატიას პროფესიონალ  ვიზაჟისტზე ალექს ალექსანიანზე  დავიწყებ არა მხოლოდ იმის მოყოლით, რომ ის მაკიაჟს  განსაკუთრებული პროფესიონალიზმით  აკეთებს, არამედ აქვე დავამატებ, რომ მას მაკიაჟის ხელოვნება განსაკუთრებით მაღალ საფეხურზე აყავს, თითქმის ხელოვნების დონეზე.

ჩვენს დროში მაკიაჟის ხელოვნება ძალიან განვითარდა, თუმცა, იგი მაინც მოითხოვს სპეციფიკურ ცოდნას, ნიჭს და მიდგომას, რათა მან შეძლოს ადამიანის ვიზუალში მკვეთრი, თვალშისაცემი ცვლილებების შეტანა.

ალექს ალექსანიანი შეიძლება ითქვას, რომ ინოვაციური მაკიაჟის ხელოვნების სპეციალისტია, რადგან როგორც თვითონ განმარტავს, არ აკეთებს მხოლოდ მაკიაჟს ქალის სახეზე, არამედ ხატავს მას გამომხატველი მაკიაჟით ლამაზად.

ვიზაჟისტ  ალექს ალექსანიანთან ვიზიტი თითქმის პლასტიკური ქირურგიის სპეციალისთან ვიზიტს უდრის, რადგან ის ამ შემთხვევაში უსისხლო ოპერაციებს აკეთებს ქალის სახეზე მაკიაჟით. არ აქვს მნიშვნელობა  რა სახის დეფექტი აქვს ქალს სახეზე, ის მაკიაჟის ხელოვნებით ფარავს მათ. ნებისმიერი სახისა და გარეგნობის ქალბატონს აქცევს ულამაზეს ქალბატონად ვიზაჟისტსის „ჯადოქრობით“. „მე უბრალოდ ვხატავ ლამაზ ქალს ნებისმიერ სახეზე, რასაკვირველია მისი სიმეტრიების გათვალისწინებით, სხვადასვა სტილის და ტიპაჟების სახეებზე, სხვადასხვა სპეციფიკით“.

შეიძლება ითქვას, რომ ის ამას განსაკუთრებული ხელწერით აკეთებს .

თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში ავლაბარში, არმაზის ქუჩის 33-ნომერში მდებარე სილამაზის სალონში ვიზაჟისტ ალექსთან  (595 74 54 34)  ვიზიტი გულგრილს ვერ  დაგტოვებთ მისი მაკიაჟის ხელოვნების მიმართ, არამედ თუკი მას თუნდაც ერთხელ ესტუმრებით, გიჩნდება სურვილი განმეორებით იგივე მაკიაჟის ტარების.

ალექს ალექსანიანმა თბილისში სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ სწავლა განაგრძო კიევში და მუშაობდა ასევე უკრაინაშიც წლების განმავლობაში, ხოლო საქართველოში მის სალონს ხშირად სტუმრობენ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები. მასალის მომზადების პროცესში ის ორ მოდელთან მუშაობდა რომლებსაც ვიზაჟისტმა სადღესასწაულო  და საღამოს მაკიაჟი გაუკეთა და ასევე  აქვე მადლობა მინდა გადავუხადო იმ არაჩვეულებრივი მაკიაჟისთვის, რომელიც საჩუქრად სტუმრობისას გამიკეთა, რაზეც ავსტრალიიდან კომპლიმენტად  მივიღე  შეფასება, რომ :  მაკიაჟი  საერთაშორისო იერს მაძლევდა ! როგორც ჩანს მაკიაჟის ხელოვნებას მართლაც შეუძლია სასწაულების მოხდენა.

ხოლო ვიზაჟისტის  სტუმრებს შორის ასევე შევხდით  ერთ-ერთი სკოლის დრიექტორს ია გუგუნავას.

 

მოამზადა რუსა გვაზავა

კომენტარი

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here