იცვლება “ქურდული სამყაროს” წევრის განმარტება

0
2819

პარლამენტში ინიცირებული „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ კანონპროექტის თანახმად იცვლება “ქურდული სამყაროს” წევრის განმარტება. კერძოდ,

შემოთავაზებულმა ნორმამ აქტიურ წევრობასთან ერთად დასჯად ქმედებად აღიარა პასიური წევრობაც.

ინიცირებული კანონპროექტის თანახმად აქტიური წევრობა გულისხმობს „ქურდული სამყაროს“ საქმიანობაში აქტიურ მონაწილეობას. პასიური წევრობა ნიშნავს „ქურდული სამყაროსადმი“ მიერთებას,მისი საქმიანობის/აქტივობების განხორციელების გარეშე.

პასიური წევრობა ეს არის პირის მზადყოფნა დანაშაულის ჩადენაზე, პირის ნების დეკლარირება, რომ მომავალში ჩაიდენს დანაშაულს.

მოამზადა

რუსა გვაზავა

კომენტარი

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here