“ნუ გაგიხარდებათ ხელისუფლებაში არსებულო, სხვისი ფულების ჭამია ტიპებო”,-ნიკო ბელიაშვილი

0
1244

საქართველოს ხელისუფლებასთან და პარლამენტთან მაქვს წინადადება!!!

თუ თქვენ არ შეგწევთ იმის ძალა, რომ უზრუნველყოთ თქვენი მოქალაქეების კეთილდღეობა, დასაქმება, ეკონომიკის გაძლიერება, მაშინ სასწრაფოდ შეიმუშავეთ ახალი რეგულაციები და კანონმდებლობა ემიგრანტებთან დაკავშირებით. შეიქმნას სახელმწიფოსთან ერთობლივად არსებული თანაინვესტიციის ფონდი, რომელშიც იქნება ყველა ქვეყნიდან ემიგრანტებისთვის განკუთვნილი ანგარიში, სადაც ემიგრანტები გადმორიცხავენ ყოველ თვიურად თანხებს, ამ ფონდში ყოველ გადმორიცხულ
1000 $-ზე სახელმწიფოს მხრიდან უნდა დაემატოს 250$.
.
ასევე სახელმწიფომ უნდა შეიმუშავოს და უზრუნველყოს ბიზნეს პროექტები და უსასყიდლოდ გადასცეს სახელმწიფო ბალანსზე არსებული წარმოებები ემიგრანთთა იმ ჯგუფებს რომლებიც ამ ფონდში რიცხავენ თანხებს!!!

ხომ მართლა ნუ გაგიხარდებათ ხელისუფლებაში არსებულო სხვისი ფულების ჭამია ტიპებო, ეს თანხები თქვენს განკარგულებაში არ იქნება, ყველა ქვეყნიდან ემიგრანტები თავად ამოირჩევენ თავის წარმომადგენლებს და ისინი გაუწევენ კურირებას, როგორც თანხების განკარგვას ასევე პროექტების განხორციელებას!!! თუ ვინ და რა ვადით იქნებიან ეს პიროვნებები მინდობილი პირები, თავად ამ ფონდის დამფინანსებლები გადაწყვეტენ!!!

ჰო კიდევ ერთი რამ- აუცილებლად ეს საწარმოები 5 წლის მანძილზე უნდა იყვნენ განთავისუფლებული გადასახადებისგან!!!

თუ ჭკუა გაქვთ დახვეწავთ ამ შემოთავაზებას და ამხელა არმია ემიგრანტებს ქვეყნის სასიკეთოდ გამოიყენებთ, უცხოელი ინვესტორებიც აღარ დაგჭირდებათ და ეკონომიკაც მალე ამუშავდება, ხალხიც დასაქმდება და ისევ ჩვენს ხალხს დარჩება ის დოვლათი, რაც მერე უცხოელ ინვესტორებს გააქვს !!!

ეს არის რეალური გზა ემიგრანტებს გაუჩინო სურვილი უკან დაბრუნების და სწრფად ამოქმედო ეკონომიკა.

მზად ვარ უფრო დეტალურად გესაუბროთ ამ პროექტზე და შემოგთავაზოთ ჩემი დახმარებაც. თუ ვინმე არსებობს კიდევ ხელისუფლებაში ვისაც ადარდებს ქვეყანა და თავის ხალხის ბედი სერიოზულად განიხილეთ ეს პროექტი და განახორციელეთ!!!

ნიკო ბელიაშვილი 

კომენტარი

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here