გვაპატიეთ იუნკერებო, რომ ასე დაგვიანებით, 23 თებერვალი იუნკერთა ხსენების დღედ გამოცხადდა !

0
1275

საბჭოთა რუსეთის მე-11 არმია საქართველოში 1921 წლის 12 თებერვალს აზერბაიჯანის მხრიდან შემოიჭრა. ძირითადი ბრძოლები გაიმართა თბილისის მისადგომებთან, კერძოდ, ტაბახმელა-კოჯრის მდელოებზე, სადაც საბრძოლო გამოცდილების არმქონე სამხედრო სასწავლებლის კურსანტებმა მტერს მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს.

თუმცა რუსული ოკუპაციის შემდგომი შდეგით საბჭოთა საქართველოში, დიდი ირონიით და დაცინვით  ამ  დღეს საბჭოთა არმიის დღედ აღვნიშნავდით, მაშინ როცა სწორედ ამ დღეს, სამხედრო სასწავლებლის კურსანტებმა იუნკერებმა თავი გაწირეს და გმირულა დაეცნენ, საქართველოს ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში, სწორედ ამ არმიასთან ბრძოლაში, საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვას შესწირეს თავი.

კიდევ უფრო დიდი ირონიით  და რუსული სარკაზმით  ამ დღეს მხიარულობდნენ გოგონებიც და ბიჭებიც, თავშეყრით აღნიშნავდნენ  საბჭოთა სკოლებში ეს დღე „ბიჭების“ დღედ იყო მიჩნეული.

1921 წლის 25 თებერვალს იუნკერთა დიდი ნაწილი გმირულად დაეცა კოჯრის მახლობლად. გარდაცვლილი იუნკრები დიდი პატივით დაკრძალეს ეკლესიის ეზოში, იქ, სადაც ახლა საქართველოს პარლამენტის შენობა მდებარეობს.

25 თებერვალს წითელარმიელები თბილისში შემოვიდნენ. ს.ორჯონიკიძემ ლენინს აცნობა დეპეშით: ” თბილისზე ფრიალებს საბჭოთა ხელისუფლების წითელი დროშა-გაუმარჯოს საბჭოთა საქართაველოს”. საქართველოს ჯარი მათ წინააღმდეგ ბრძოლას კვლავ აგრძელებდა. 18 მარტს მთავრობამ დატოვა საქართველოს ტერიტორია და საფრანგეთს შეეაფარა თავი. თბილისის დატოვების შემდეგ ქართულ ჯარს წითელ არმიასთან რამდენიმე შეტეკება ჰქონდა მცხეთასთან, გორთან, ოსიაურში, სურამის უღელტეხილზე. მთავრობა ბათუმში გადავიდა. მიუხედავად უკიდურესად რთული მდგომარეობისა მას კაპიტულაცია არ გამოუცხადებია. ბათუმში გაიმართა დამფუძნებელი კრების სხდომა, რომელმაც დაადგინა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის ემიგრაციაში წასვლა და იქიდან ბრძოლის გაგრძელება რუსეთის მიერ დაპყრობილი საქართველოს განთავისუფლების მიზნით. საქართველოს მოსახლეობა არასოდეს შეგუებია ბოლშევიკურ რეჟიმს, რომელმაც დემოკრატიულ მმართველობასთან ერთად ქვეყნის დამოუკიდებლობაც მოსპო.!

მოამზადა

რუსა გვაზავა

 

კომენტარი

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here