დოდო გუგეშაშვილის პირველი კომენტარი

0
609

დოდო გუგეშაშვილს  საკუთარ სახლში 7 თებერვალს გამთენიისას დაესხნენ თავს. მასთან ერთად ესროლეს მის შვილს, 33 წლის ნოდარ გუგეშაშვილს, რომელიც ადგილზე დაიღუპა. 

შემთხვევა დიღმის მასივში მოხდა.გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ-ის 108-ე და 19-109-ე მუხლები). დოდო გუგეშაშვილის პირველ კომენტარს ჟურნალისტი მაკა რაზმაძე აქვეყნებს, რომელიც გახლავთ მისი ოჯახის ახლობელი, მაკა რაზმაზეს ასევე კარგად იცნობს ქართული საზოგადოება, იგი 90-იან წლებშიც ეწეოდა ჟურნალისტურ საქმიანობას.

დოდო გუგეშაშვილის  პირველი კომენტარი ჟურნალისტის განცხადებით მისივე სურვილით ჩაიწერა: ” ბევრმა სააგენტომ იკითხა და ამიტომ დოდო გუგეშაშვილის პირველი კომენტარი მისივე სურვილით ჩავწერე”,-წერს რაზმაძე სოციალურ ქსელში.

ვიდეოში ქალბატონი გუგეშაშვილი საუბრობს, რომ ეს არ ეხება არც ბიზნესს,  არც წინა საუკუნის დაპირისპირებას და მისივე მოთხოვნით არ შეიძლება ამას პოლიტიკურ სპეკულაცია და სარჩული მიეცეს ! რადგან იგი ამ ყოველივეს გამორიცხვას !  იხ.ვიდეო

საზოგადოებრივ-სამხედრო ორგანიზაცია “მხედრიონი” 1989 წელს ჯაბა იოსელიანმა დააფუძნა. ორგანიზაციის საყოველთაოდ ცნობილი წევრი გახლდათ  დოდო გუგეშაშვილი ( მეტსახელად “თეთრი მაგნოლია” ამ ფსევდონიმზე გუგეშაშვილი მოგვაინებით განმარტავდა, რომ მაგნოლია ომში ბიჭებმა დაარქვეს). 

დოდო გუგეშაშვილი იგივე “მაგნოლია” გახლავს , აფხაზეთის ომის ვეტერანი, შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკი.(აფხაზეთის ომი ქართულ-აფხაზური შეიარაღებული კონფლიქტის (1992-93) ბოლო, გადამწყვეტი ბრძოლა, რომელსაც შედეგად ქართველთა ერთ-ერთი უდიდესი დამარცხება მოჰყვა საქართველოს უახლეს ისტორიაში. კონფლიქტი, რომელიც 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა მიმდინარეობდა ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის, რომელთაც ასევე უჭერდნენ მხარს ჩრდილოეთ კავკასიიდან დაქირავებული მებრძოლები, კაზაკთა მილიციის შენაერთები და არაოფიციალურად, გუდაუთაში განლაგებული რუსეთის სამხედრო ბაზის შენაერთი.მასიურ შეტევას სუსტი შეიარაღებით ქართულმა ნაწილებმა ვერ გაუძლეს და  სოხუმი  27 სექტემბერს დაეცა.)

პირველი ვინც მაშინ მთელმა საქართველომ დაიტირა ვოვა ვეკუა გახლდათ , შედმეგ ლევან აბაშიძე და სხვა გმირები, თავად გუგეშაშვილის და მხედრიონის წვლილზე აფხაზეთში საზოგადოების აზრი დღემდე გაყოფილია ! ნაწილს მიაჩნია, რომ წაგებულ ომს არ ყავს გმირები  !

საქართველოს ეროვნული გვარდიის სარდალის, პოლკოვნიკ  ვახტანგ (ლოთი) ქობალიას განცხადებით, წაგებულ ომში გმირები არ არსებობენ.„წაგებულ ომში – გმირები არ არსებობენ, შესაბამისად რისი ან რომელი ომის გმირია დოდო არ ვიცი, მისი დანაშაულები სამეგრელოში კარგად იციან და მე არ დავუბრუნდები ამ საკითხს. მისი ვაჟის გარდაცვალება,ეს  ტრაგედიაა და ამ დანაშაულის საზომი მართლმსაჯულება უნდა იყოს“, – განაცხადა ქობალიამ.

„მხედრიონელების დედოფალი დოდო, ეროვნული გმირი?  –  სასაცილოა, ის იყო ჩვეულებრივი ბანდიტი ქალი, რომელმაც უდიდესი მონაწილეობა მიიღო საქართველოს აოხრება-განადგურებაში. არავის არ უნდა დაავიწყდეს, სამეგრელოში დარჩელის მაგალითზე, მისი „საგმირო საქმეები“, სადაც მისი ბრძანებით 25 სახლი გადაწვეს.  ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანში, სადაც ყველაფერი გაუფასურებულია, სადაც ბანდიტი შეიძლება გმირად გამოცხადდეს.  უნდა  ჰკითხოთ  ადამიანებს, ვინც მას გმირად რაცხავს, რომელი დამსახურების გამო?

სავსებით შესაძლებელია, რომ თავდასხმა კრიმინალთა შორის ურთიერთდაპირისპირების შედეგად მოხდა, რომელიც წარსულში გუგეშაშვილის დანაშაულებრივ ქმედებებს უკავშირდება, რასაც მისი უდანაშაულო ვაჟიშვილი შეეწირა. ძალიან სამწუხაროა, შვილები არ უნდა აგებდნენ  მშობლის ცოდვებზე პასუხს“, -განაცხადა სახალხო მოძრაობა „სამეგრელოს“  ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ზური კვარაცხელიამ “საქართველო და მსოფლიო“ -სთან ინტერვიუში.

ხოლო რაც შეხება სოფელ “დარჩელის” გადაწვის ფაქტს, ამაზე ედუარდ შევარდნაძე აკეთებდა კომენტარს, რომ რაც აფახაზეთში სასიკეთო გააკეთეს მხედრიონელებმა, ყველაფერი წყალში ჩაყარეს  სამეგრელოში, დოდომაც  ერთი სოფელი გადაწვა დარჩელი”,- ედუარდ შევარდნაძე.

აფხაზეთის ომისადმი მიძღვნილ დოკუმენტურ ფილმში დოდო გუგეშაშვილი არ უარყოფს სოფლის გადაწვის ფაქტს და არგუმენტად ერთ-ერთი „მხედრიონელის“ მოკვლას ასახელებს.იხ. ვიდეო  ხოლო “დარჩელის” გადაწვის ფაქტის ერთ-ერთი თვითმხილველი ვალერი კუკავა “მედია პორტალ ” ჯეოდაიჯესტთან ” შემდეგ კომენტარს აკეთებს: Valeri Kukava

განმარტება: იმ ორ ახალგაზრდაზე ბენზინი არავის გადაუსხამს, როგორც დოდო ამბობს, არამედ ვიღაც ჩასაფრებულების მიერ ნატყორცნი “მუხადან” იმ დაყაჩაღებულ მანქანას გაუჩნდა ცეცხლი,სადაც მხედრიონელები ისხდნენ.მანქანასთან მისვლა ორმხრივი სროლის გამო ვერავინ შეძლო.სწორედ ასე ჩაიწვა მანქანაში ის ორი ახალგაზრდა. მე ამის თვითმხილველი გახლავართ.ამის უშუალო მონაწილე და თვითმხილველი გახლდათ მხედრიონელი ვინმე წიწილაშვილი,რომელიც მუხლზე იყო დაჭრილი და რომელიც ჩემი უშუალო თხოვნითა და ხვეწნით გავანთავისუფლებინე.ამას თვითონაც დაადასტურებს თუ ცოცხალია.მიუხედავად ამ ყველაფრისა მხედრიონმა ჯავრი სრულიად უდანაშაულო ადამიანებზე იყარა და უსამართლოდ გადაწვა 26 ოჯახი,მათ შორის ჩემიც.და რომ ეს ასეა და სიმართლეს ვამბობ გიტოვებთ ტელეფონის ნომერს
555089908
სავარაუდოდ, დოდო გუგეშაშვილის შვილს  ნოდარიკო გუგეშაშვილს ხუთშაბათს გადაასვენებენ საბურთალოს ძმათა სასაფლაოს ეკლესიაში და იქვე დაიკრძალება 3 საათზე.
დოდო გუგეშაშვილის ვაჟი ფოტოგრაფი იყო და ბოლო ხანს ერთ-ერთ ბავშვთა გასართობ ცენტრში მუშაობდა ანიმატორად.
მოამზადა
რუსა გვაზავა

კომენტარი

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here