პრეზიდენტის თქმით, სააკაშვილი და მერაბიშვილი შესაწყალებლები არ არიან

0
1704

“არ მიმაჩნია, რომ სააკაშვილი და მერაბიშვილი შესაწყალებლები არიან, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ სტუმრობისას განაცხადა.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, თუ მიიჩნევდა, რომ ისინი შესაწყალებლები არიან, პოლიტიკური შემადგენლით ამ საკითხს არ მიუდგებოდა.

„2013 წელს დავამთავრე დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობასთან“. მართლა დავამთავრე 2013 წელს, რადგან მე გავხდი საქართველოს პრეზიდენტი და საქართველოს პრეზიდენტი არ არის რომელიმე პოლიტიკური ძალის პრეზიდენტი, ან რომელიმე პოლიტიკური ლიდერის მსახური. საქართველოს პრეზიდენტი არის ერთადერთ სამსახურში – ემსახურება ქართველ ხალხს. ბუნებრივია, მე შეწყალების პროცესში არანაირად არ ვითვალისწინებ პოლიტიკურ შემადგენელს.

არ მიმაჩნია, რომ სააკაშვილი და მერაბიშვილი შესაწყალებლები არიან. მე თქვენთან ვერ გავივლი დეტალებს, რატომ კი და რატომ – არა. მაგრამ რომ მიმაჩნდეს, რომ შესაწყალებელია, პოლიტიკური შემადგენლით ამ საკითხს არ მივუდგებოდი. ისევე, როგორც არ მივუდექი კაკო ბობოხიძის ძმას პოლიტიკური შემადგენლით. საერთოდ მაგას რა მნიშვნელობა აქვს, ადამიანი რომ ციხეში ზის, რომელ პარტიაში ირიცხება?!“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გირგვლიანის საქმეზე სააკაშვილისთვის გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით, შემაშფოთებლად მიიჩნევს პროკურატურის მიერ დევნის საფუძვლად შეწყალების შესახებ უფლების კონსტიტუციური მუხლის გამოყენებას.

მოსამართლე გიორგი არევაძემ სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო. სასჯელის სახით სასამართლომ სააკაშვილს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამნისტიით მას სასჯელი 1/4-ით, 3 წლამდე შეუმცირა.

​​​​​​ვანო მერაბიშვილი, რომელსაც 2012 წელს, ხელისუფლების შეცვლამდე პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ეკავა, მანამდე კი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, 2013 წლის 21 მაისს დააკავეს. მის მიმართ საერთო სასამართლოებმა რამდენიმე საქმე განიხილეს. სასჯელის შთანთქმის პრინციპით, ვანო მერაბიშვილს სასჯელის საბოლოო სახედ 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. ამ განაჩენით, მერაბიშვილს გათავისუფლება 2020 წლის მარტში უწევს.

იხ.ვრცლად

კომენტარი

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here