უკრაინაში მიხეილ სააკაშვილი დააკავეს

0
633

უკრაინაში სპეცსამსახურებმა ოდესის ყოფილი გუბერნატორი და საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დააკავეს. ამის შესახებ მისმა თანაშემწემ დავით საყვარელიძემ Facebook-ზე დაწერა. სააკაშვილი რესტორანში დააკავეს.

ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში პოლიტიკური საქმიანობის უფლება არ აქვს და შესაძლოა ქვეყნიდან გაძევონ. ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ ავსტრიულ გამოცემა Profil-თან ინტერვიუში დღეს გააკეთა.

„სააკაშვილი არ არის უკრაინის მოქალაქე. ის არც უკრაინელი პოლიტიკოსია, რადგან ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით, იმისთვის რომ პოლიტიკური საქმიანობა აწაარმოო, უკრაინის მოქალაქე უნდა იყო. მან დაარღვია კანონი. ის საქართველოში გაასამართლეს. შესაძლებელი იყო მისი გაძევება თუმცა, მე ამას არ ვისურვებდი“, –  განაცხადა პოროშენკომ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სააკაშვილის ექსტრადიციის საკითხი სახელმწიფო მიგრაციის და სასაზღვრო სამსახურებმა უნდა გადაწყვიტონ.

9 თებერვალს, მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელმა დავით საყვარელიძემ განაცხადა,რომ სასტუმრო Fairmont Grand Hotel Kyiv-ში უკრაინის პრეზიდენტმა პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილის ასაყვანად სპეციალური დანიშნულების რაზმი “ალფა“ გააგზავნა, თუმცა დაკავებასთან დაკავშირებით უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ინფორმაცია არ დაადატურა.

ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი კიევის პეჩერსკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, 11 დეკემბერს პატიმრობიდან გათავისუფლდა.მანამდე ის ორჯერ დააკავეს. 26 იანვარს კიევის სასამართლომ სააკაშვილს ღამის საათებში სახლიდან გასვლა აუკრძალა. განაჩენი 6 თებერვლამდე იყო ძალაში.

იხ.ვრცლად

კომენტარი

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here