„ბორჯღალოსნებმა“ ბელგიის ნაკრები 47:0 დაამარცხეს

0
393

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, „რაგბი ევროპის ჩემპიონატზე“ პირველ შეხვედრაში ბელგიის ნაკრები ანგარიშით 47:0 დაამარცხა.

მატჩი ქუთაისში, „აია აერნაზე“ გაიმართა.

ბორჯღალოსნებს მთელი თამაშის განმავლობაში სრული უპირატესობა ჰქონდათ. დღევანდელ შეხვედრაში ლელოები  დადეს: ლევან ჩილაჩავამ, შალვა მამუკაშვილმა, ზურაბ ჟვანიამ, ბექა წიკლაურმა, გიორგი ფრუიძემ, სანდრო თოდუამ და  ანზორ სიჭინავამ.

ქართველი მორაგბეები ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩს სტუმრად გერმანიასთან, 17 თებერვალს გამართავენ. მატჩიო საქართველოს დროით 17:30 საათზე დაიწყება.

იხ.ვრცლად

კომენტარი

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here