„მიტინგია?! -იძახის და ქვემეხს მათკენ ატრიალებს, არა კივიან ქალები – პურის რიგია, ჰო? მაშინ ორი პური მეც ამიღეთ“ -გამსახურდია „მხედრიონზე“

0
176
ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს, პირველზე სამეგრელოში ნაწამები მხატვარი ვახტანგ ნოდიაა,  მეორე სურათს პირველი პრეზიდენტის შვილი ასეთ კომენტარს უკეთებს: „ალბათ მანქანას ართმევდნენ ამ უბედურს … ეს ძაღლიშვილი როგორ ტრიუმფატორივთ მოდის, ვინ იცის – დღეს შეიძლება გმირად ჰყავთ შერაცხული.

„მე მაპატიეთ. საერთოდ არ მინდა მსგავსი სურათების დადება… სურათების, რომელთაც მე პირადად ვერც ვიღებ და არც მტოვებს. მაგრამ ამ ყველაფრის გაუაზრებლად მივიღეთ და ალალია ჩვენზე ათიათასობით ტყვიით, შიმშილით, სიცივით დახოცილი, დაგლეჯილი, გაძარცვული ქვეყანა – იარაღითა თუ კანონით, მილიონზე მეტი ემიგრანტი და ერთი ამდენი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი.

ქვეყნის სიცოცხლე, თავისუფლება, ქონება, ჯანმრთელობა მიითვისა ერთი მუჭა ნაძირლების ხროვამ, რომელნიც დღემდე იმყოფებიან ყველა ხელისუფლებაში და მის მიღმა 1992 წლიდან, რომელნიც დღემდე ეწინააღმდეგებიან ლუსტრაციას და ცდილობენ ამ ყველაფრის გამართლებას ყველა უკადრისი ხერხითა და ჩვენი უმოქმედობით…

დაე, ეს იყოს მათ საყურადღებოდაც, რომელთაც არასდროს არავითარი პოზიცია არ გააჩნდათ, ან ვისაც საკუთარი ახლობელი ჯალათებისათვის შეფარვით ნამუსის მოწმენდას სურს: გარეთ 2018 წელია, ჩვენ წინ უნდა ვიყუროთ, რაღა დროს ეს არის… მაგრამ აწმყო შობილი წარსულისაგან არის მშობელი მომავალისა! მე მაპატიეთ, რომ არ შემიძლია დიდსულოვანი და ამაღლებული პოზა მივიღო მათ მიმართ ვინც წვავდა, ძარცვავდა, აუპატიურებდა, ტყვიას უშენდა უიარაღო ხალხს! და ამ ყველაფერს, სხვათა შორის, იმ ეკლესიის კურთხევით სჩადიოდა, დღესაც რომ “არგანიკითხოთი” მათთვის ხელის დაფარებას ცდილობს…

იდოს ეს უმძიმესი სურათი აქ. იდოს ერთი მეგობრის ეს სიტყვებიც. და თუ დღეს თქვენ ან თქვენს მშობლებს ტყვიისთვის გულმკერდის მიშვერა არ გინდათ ან არ შეგიძლიათ, იმდენი მაინც შეძელით, რომ არ დაგავიწყდეთ რა იყო და რა უ ნ დ ა ყოფილიყო…

კახა სიხარულიძე

“მოკლედ დედა უნდა მოგი%%ყნათ, დაგხოცოთ, გაგანადგუროთ, ცოლშვილი თქვენს წინ უნდა გავაპატიუროთ და გაწამოთ, სამშობლო უნდა გავანადგუროთ და თავზე დაგამხოთ. მოვალ ოცი წლის მერე და ზოგი იტყვის დედა რა ბიჭი ყოფილაო, რა ვაჟჯაცი, აუჰ..
საქართველოს ღალატი არავის ეპატიება, ეს იცოდეთ ყველამ და წერტილი.
ისე რამდენი გარეწარი ყოფილხართ, თქვე საცოდავებო თქვენა და იმას კი ვერ მიმხვდარხართ, რომ საქართველოს დაღუპვაზე მოაწეთ ხელი.
რასაცა დასთეს, იმას მოიმკი, ასეა ეს.” – წერს ცოტნე გამსახურდია, რომელმაც ცოტა ხნით ადრე ასეთი წერილი გამოაქვეყნა:

„მოუხან გულშემატკივარი და დამტირებელი დოდოიას, მხედრიონს, ამ ასაძაღლებელს და სხვებს… ეს ვირთხები, რომლებიც მათ მიერ ჩამოყვანილმა შევარდნაძემ ტუალეტის ქაღალდივით გამოისვა და საფლავში, ციხეში და ინვალიდის ეტლებში ჩაყარა, დაეთრევიან ჩემს გვერდზე ყალბი პროფილებით და თავიანთ გვერდებზე ჩემს ნაწერს აზიარებენ თავისნაირ ბიდლოსთან ერთად… ლაჩრებო, ყველა ერთად რომ გადაგაბან, ერთი კაცი არ გამოვა! თქვენ მხოლოდ რუსის “ძლევამოსილ არმიასთან” და ფლოტთან ერთად ხართ მაგრები, უიარაღო ქალებთან და ბავშვებთან… სამარცხვინო წარმონაქმნები ხართ ერის ორგანიზმზე და კი ლპებით ზეზეულად! მეტი რა დაგრჩენიათ…

“ქალაქის კომენდანტი გელა ლანჩავა ცოლს ბაზარში ტანკით მიაგრუხუნებს. დილით კომენდატურიდან გაუვლის, ფანჯარაში შესძახებს და ისიც კალათებით ჩამოცუნცულდება. იქვე ქალების ბრბო შეკრებილა. აა, მიტინგია?! – იძახის ლანჩავა და ტანკის ქვემეხს მათკენ ატრიალებს. „არა, კაცო, – კივიან ქალები, – პურის რიგია, პურის“. „ჰო? მაშინ ორი პური მეც ამიღეთ“.”
ჯაბა იოსელიანის ანეკდოტი, “სამი განზომილება”,-წერს გამსახურდია.

კომენტარი

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here