“დღეში რამდენჯერმე მხედრიონი მივარდებოდა,ავტომატები მაღლა,მოხუცი ბებო უცემიათ,ხმას ვერავინ იღებდა”,-ნინო ჭელიძე

0
2723

მხედრიონის თარეშის დროა. ოჯახი ვშიმშილობთ. დედაჩემმა გადაწყვიტა სოფლის ნობათი შეეგროვებინა და დეზერტირებში გაეტანა გასაყიდად. დედაჩემი იხსენებს, რომ დეზერტირების ბაზარში დღეში რამდენჯერმე მხედრიონი მივარდებოდა და ხალხს ძარცვავდა. ავტომატები მაღლა ჰქონდათ აშვერილი და ყოველ მისვლაზე მთელ ჩავლაზე ისროდნენო. ყველაფერს ართმევედნენ რაც მოუნდებოდათ დედაჩემსაც და სხვებსაც. შიშით ხმას ვერავინ იღებდა.

თუ კაცი შეწინააღმდეგებოდა თავიანთ მანქანაში მიათრევდნენ და სასტიკად სცემდნენ, . მერე იქვე აგდებდნენ მანქანიდან და თავად მიდიოდნენ ნაძარცვითო. ერთხელ, სოფლიდან ჩამოსული მოხუცი ბებო უცემიათ, პროდუქტს ხელი არ გაუშვა თურმე , არ ატანდა. სცემეს და ყველაფერი წაართვეს.
დღეს, გაიხსენდა დედაჩემაა, აქამდე ყველაფერი არ მოუყოლია. ეს, მხოლოდ ნაწილია რაც იმ წლებში ოჯახს გადაგვხდა.
აქ, ვიღაცეები წერენ მოინანიესო.

ნინო ჭელიძე

ჟურნალისტი

სილამაზის კონკურს ” მის დეკოლეტე-მის მკერდი 2016 ” მოდელი 

კომენტარი

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here