ნორვეგიელმა ინსტრუქტორებმა ქართველ სამხედროებს გამოცდილება გაუზიარეს

0
458

საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის სკოლის ბაზაზე სწავლების შედეგების შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ეროვნული გვარდიის მიერ ორგანიზებული ტაქტიკური სწავლება ოთხი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში, ქართველ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, ნორვეგიის შიდა გვარდიის მერვე ოლქის წარმომადგენლები დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობდნენ.

ნორვეგიელმა ინსტრუქტორებმა ქართველ სამხედროებს გამოცდილება გაუზიარეს. მათ ეროვნული გვარდიის პირადი შემადგენლობის მომზადების დონე დადებითად შეაფასეს და მომდევნო სწავლების დეტალები განიხილეს. ნორვეგიის შიდა გვარდიის მერვე ოლქის მეთაურის, პოლკოვნიკ ბიორნ სილებრანდის განცხადებით, ეროვნული გვარდიის წარმომადგენლების მომზადების დონე საგრძნობლად გაუმჯობესდა.

ღონისძიება მიზნად ქვედანაყოფის მართვის პორცედურების დახვეწას ისახავდა. „ტაქტიკური სწავლება ძალების მიზიდვის გარეშე“ ნორვეგიის შიდა გვარდიასთან თანამშრომლობის ახალი პროექტის მესამე ეტაპია, რომლის ფარგლებში რამდენიმე ღონისძიების, მათ შორის, საერთაშორისო სწავლების ჩატარება იგეგმება.

იხ.ვრცლად

კომენტარი

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here