დოდო გუგეშაშვილი მართვით სუნთქვაზე იმყოფება

0
1073

ღუდუშაურის კლინიკის კრიტიკული დეპარტამენტის ხელმძღვანელის ნიკოლოზ ქარცივაძის ინფორმაციით, დოდო გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილური.

როგორც ექიმმა აღნიშნა, გუგეშაშვილს ოპერაცია ჩაუტარდა და პაციენტი მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობს.

“ამჟამად პაციენტი მკურნალობს კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. მისი მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილური. ოპერაცია ჩატარდა ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის გამო, იყო გულმკერდის ჭრილობა. შესაბამისი სირთულის ოპერაცია ჩატარდა”, – განაცხადა ნიკოლოზ ქარცივაძემ.

შეგახსენებთ, რომ მხედრიონის ყოფილ წევრს, პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილს საკუთარ სახლში თავს დაესხნენ. უცნობმა პირმა გუგეშაშვილს და მის შვილს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მიაყენა. შვილი ადგილზე გარდაიცვალა, დოდო გუგეშაშვილი კი, საავადმყოფოშია გადაყვანილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით მიმდინარეობს.

იხ.ვრცლად

კომენტარი

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here