თემო გვალია: უნიჭობის დოღია ტელევიზიებში!

0
1855

როგორ მომბეზრდა სხვადასხვა გადაცემებში, სულ ერთი და იგივე მოწვეული ვითომ სტუმრების ყურება!…სტუმარი, რომელიც ყოველ დღე გიზის “ოჯახში”, უკვე სტუმარი აღარ არის… ხანდახან ვეღარც ვარკვევ ვინ გადაცემის წამყვანია და ვინ სტუმარი…
არადა, რამდენი ნიჭიერი ახალგაზრდა თუ ძველგაზრდა გვყავს ქართველებს, რომლებსაც გააჩნიათ თავიანთი აზრი, შეხედულებები, შეფასებები… ამ ხალხს მოძებნა უნდა! რომ სხედხართ რედაქციაში და ერთი ადგილის აწევა გეზარებათ, გადით რაიონებში, სოფლებში, ქალაქებში…. მოძებნეთ საინტერესო რესპოდენტები და მიეცით საშუალება დააფიქსირონ თავიანთი აზრი… მოიწვიეთ სტუდიაში. გადაცემებიც აღარ დაემსგავსება ერთმანეთს და ჩვენც “მაზოლები” აღარ გაგვიჩნდება თვალებში ერთი და იგივე, ვითომ მოაზროვნეების ცქერით…
უნიჭოობის დოღია ტელევიზიებში! არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ… ეს ფაქტია…
ახლა ვიღაცა დაიწყებს: “გადაცემის ფორმატი არ გვაძლევს ამის საშუალებას”.. ?? “ეს ცნობადი სახეები უფრო ყურებადი არიან, ვიდრე უცნობები”..?? “რეიტინგი დაეცემა გადაცემის” და ასე შემდეგ… ან რომელ ფორმატზე უნდა მელაპარაკოთ, ან რომელ ცნობად სახეებზე?იმ ცნობად სახეებზე რომლებსაც ძალით გვამახსოვრებინებთ და ცხოვრებაში არაფერი რომ არ აქვთ გაკეთებული? ან რომელ რეიტინგზე უნდა მელაპარაკოთ? სადა გაქვთ რეიტინგი? სინამდვილეში კი, უნიჭოობის აღლუმი გაქვთ გამართული ტელე-სივრცეში…
გადაცემის თემებზე აღარაფერს ვიტყვი… შემოგდებული თემები სპეციალურად… 😉
რამდენი რამე მინდა ამ პრობლემასთან დაკავშირებით დავწერო, მაგრამ ვიცი, არანაირი აზრი არა აქვს. ფულის დაზგა მაგრად მუშაობს, გიჟები ხომ არ ხართ ამ ყველაფერზე უარი თქვათ? 😉
(არანაირად არ ეხება ეს პოსტი ყველა გადაცემას, ყველა ჟურნალისტს, ყველა სხვადასხვა გადაცემის სტუმრებს)… მაგრამ უმეტეს ნაწილს გეხებათ კი არა და, თქვენზე ვწერ ამ ყველაფერს!!!!…
ეჰჰჰ, შეაყარე კედელს ცერცვი….

თემო გვალია 

მსახიობი

ფეისბუქ-სტატუსი 

კომენტარი

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here