“ისრაელში,50-დან 100 -მდე ზარი შემომდის,უმეტესობა კითხვების აფერისტების მიერ არის გამოწვეული”,-ნიკო ბელიაშვილი

0
2186

მეგობრებო უკვე 2 წელზე მეტია ვცდილობ მოგაწოდოთ სწორი ინფორმაცია ისრაელში საემიგრაციო პროცედურებთან დაკავშირებით. ყოველდღიურად 50-დან 100 -მდე ზარი შემომდის ემიგრანტებისთვის საინტერესო კითხვებით, უმეტესობა კითხვების აფერისტების მიერ გავრცელებული ჭორებიდან არის გამოწვეული და მაქსიმალურად ვცდილობ მოგაწოდოდ სწორი ინფორმაცია , რომ არ იყოთ მოტყუებულები.

ძნელია ყველას აუხსნა დეტალურად ტელეფონში ყველა ნიუანსი და ამას ნაწილობრივ ჩემი პოსტებით და ვიდეომიმართვებით ვაკეთებ, მაგრამ ვხედავ, რომ მაინც ბევრი ადამიანი ტყუვდება და ან თავად იტყუებს თავს, მტკნარი ტყუილის უფრო ჯერავთ და იაფასიანი საადვოკატო მომსახურეობის ძებნაში არიან, რის გამოც ბოლოს რჩებიან მოტყუებულები.

ვინც დამიჯერა და გაითვალისწინა ჩემი უფასო რჩევები საკმაოდ ბევრი ადამიანი ავარიდე მოტყუებას , მაგრამ არიან ისეთებიც რომლებმაც არ დაიჯერეს ჩემი და დღეს ან დეპორტირებულები არიან ან დიდ თანხებში მოატყუეს.

ამ პოსტს იმიტომ ვწერ , რომ გაიგოთ და გააგებინოთ სხვებსაც , როდესაც მირეკავთ კითხვებით, გსურთ მიიღოთ სწორი ინფორმაცია და თუ მენდობით, მე თუ გითხარით, რომ სამართლებრივად ეს არ გამოვა, ან არაა სწორი, ან ეს პროცედურა ესე უნდა წარიმართოს კონსულტაციის დროს მე არავითარი მიზეზი ან მიზანი არ მაქვს საჩემოდ გითხრად რამე. მე გაწვდით სწორ უტყუარ ინფორმაციას ხოლო როგორ მოიქცევით, ვის მიმართავთ შემდგომ დახმარებისთვის და ვის მიანდობთ თქვენს საქმეს ეგ უკვე თქვენი გადასაწყვეტია. ამიტომ ნუ გგონიათ, რომ ჩემგან მიღებული ინფორმაცია ემსახურება მხოლოდ ჩემს ინტერესებს, რომ გახდეთ ჩემი კლიენტები.

მგონი საკმაოდ ბევრი ადამიანი კითხულობს ჩემს პოსტებს და დამეთანხმებიან, ბევრს ვეუბნები უარს ჩვენს მომსახურეობაზე და თან ვაყოლებ ,, ტყუილად ფული არავის გადაუხადო მოტყუებული დარჩები, ჯობია ეგ ფული შენს ოჯახს მოახმარო”
როგორ გგონიათ რაიმე გზა, რომ იყოს სამართლებრივად უარს ვიტყოდი კლიენტზეე? , მაგრამ მაინც მიდიან და აფერისტებს უხდიან ფულებს და მერე ტირიან ან საერთოდ არც იციან რა ვითარებაშია მისი საქმე და ბედის ანაბარად დაიარებიან სანამ არ მოხდება მისი პირველივე შემოწმება.

მე ყველა ჩემ კლიენტთან მუდმივი კონტაქტი მაქვს და ყოველთვის ვატყობინებ რა ხდება მისი პროცესის შესახებ, საემიგრაციო კანონმდებლობა და პროცედურები ბოლი 18 თვის განმავლობაში ყოველ 2-3 კვირაში იცვლება და ამიტომ საჭიროა მუდმივი კონტროლი და იმ სამართლებრივ ჩარჩოებში მოაქციო რომ დააზღვიო კლიენტი, ეს პროცესი არაა ესე მარტივი, როგორც თქვენ წარმოგიდგენიათ და გგონიათ, რომ თუ დარეგისტრირდით მაგით მორჩა ყველაფერი.

95%-ს ვისაც დროებით თავშესაფარზე ან ჰუმანიტარულ პროცედურაზე გაქვთ შეტანილი იცით კარგად, რომ მოთხოვნის მიზეზი უაზრობები გიწერიათ , არ გაგაჩნიათ ამ პრობლემების დამადასტურებელი საბუთები, ინტერვიუზე არ იცით რა და როგორ უნდა ისაუბროთ..
უბრალოდ საემიგრაციო სამსახურს არ ყავდა იმდენი თანამშრომელი, რომ დროზე გადაეხედა ამ მოთხოვნებისთვის და გაეცა პასუხები . ამიტომაც არის, რომ გრძელდებოდა ამ ლურჯი ვიზების გაგრძელება და გაცემა.

აბა წარმოიდგინეთ, მამაკაცებს მოთხოვნის მიზეზად
ბრმად , ვიღაცის გადაწერილი ესეთი ისტორია რომ უწერია, ( ქმარი ხმარობდა ძალადობას, მცემდა და ყოველ დღე სეხსუალურად ძალადობდა) ან ( მკერდის სიმსივნე მქონდა, ოპერაციისთვის თანხა არ მქონდა პროცენტიანი ვალი ავიღე და ბინა დავკარგე) ეს რომ მამაკაცებს ეწერებათ და 18 თვე მაინც აქ უპრობლემოდ იქნებიან ე.ი. ეს იმას ნიშნავს, რომ საემიგრაციო არ უყურებდა ვის რა მოთხოვნა შემოქონდა. ასეთი შემთხვევები ბევრია, ბევრია ისეთიც, რომ ადამიანებმა არ იციან რა შეუვსეს და რა უწერიათ მოთხოვნაში, ინტერვიუზე, რომ იბარებენ სრულიად სხვა რამეს ყვებიან და უკვე უარს ეუბნებიან.

ამიტომ მინდა გაგაფრთხილოდ კიდევ ერთხელ, აპრილიდან საემიგრაციო სამსახური იწყებს უკვე რეალურად სხვა სტანდარტებით მუშაობას. (180 ახალი თანამშრომელი დაიმატა, აქედან 40 ახალი თანამშრომელი რომლებიც ამ დაგროვილ საქმეებს განიხილავენ, 140 კი საემიგრაციო პოლიციის თანამშრომლად.) ახალი რეგულაციები და სამართლებრივი პროცედურები რაც მიიღეს მათთვის ვისაც უაზრო ისტორიები აქვს დაფიქსირებული, რომელიც არ ხვდება იმ კრიტერიუმებში რომელიც ამ პროცედურით არის გათვალისწინებული, ვინც მოუმზადებელი მიდის ინტერვიუზე და არ იცის რა ეწერა და საუბრობს სხვა თემებზე, ვისაც არ ააქვს დამამტკიცებელი დოკუმენტაცია, ყველას შეუწყვეტენ საბუთებს და მათი საქმეები გასაჩივრებასაც არ დაექვემდებარება !!!

მოგიწოდებთ თუ გყავთ ადვოკატი მიმართოდ და დროზე უზრუნველყოთ თქვენს მიერ დაფიქსირებული მოთხოვნების იმ კრიტერიუმების მიხედვით დაკორექტირება და გამყარება , რომელიც საემიგრაციოს პროცედურების სტანდარტებით არის გათვალისწინებული. გაიაროთ კონსულტაციები ინტერვიუმდე და შემუშავებული იქნას წინასწარ დაცვის და გასაჩივრების სტრატეგია უარის შემთხვევაში.

დაიმახსოვრეთ თუ უარი გეთქვათ და დამამტკიცებელი საბუთები არ გაქვთ თქვენს მიერ დაფიქსირებულ ისტორიაზე, არსებულ ისტორიაზე გასაჩივრებას აზრი არ აქვს და არ მოტყუვდეთ, ტყუილად არ გადაყაროთ ფული. ასეთ შემთხვევაში ადვოკატი კარგად უნდა ერკვეოდეს კანონმდებლობაში, კარგად უნდა იცოდეს მიღებული საემიგრაციო ახალი რეგულაციები და უნდა მონახოს გარკვეული საკითხები თუ რა და როგორი ფორმით გაასაჩივროს, რომ უბრალოდ დრო მოიგოს თქვენთვის.

ასევე მინდა, რომ გაიგოთ, დროებით თავშესაფარზე უარის შემდეგ ჰუმანიტარულზე დარეგისტრირება არის დიდი უაზრობა და თუ აქამდე მაქსიმუმ 2-3 თვემდე იწელებოდა დრო უარის მიღებამდე, ეხლა უკვე ავტომატურად 2 კვირაში ან ადგილზე მოხდება. ამიტომ არ მოტყუვდეთ და ტყუილად ფული არ გადაყაროთ !

ისრაელში მცხოვრები

ტელეწამყვანი ნიკო ბელიაშვილი 

კომენტარი

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here