“დღეს მე და დანარჩენმა 13 ადამიანმა,სიკვდილს თვალებში ჩავხედეთ! გვაინტერესებს ახლა ჩვენ ტენდერი ვინ მოიგო?”,-გიორგი საკარული

0
306

მეტროსადგურ ,,ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულთა შორის არის “ჯი-ეიჩ-ენის” კორესპონდენტი გიორგი საკარული. მას სხეულზე აღენიშნება დაზიანებები და იმყოფება შოკურ მდგომარეობაში. მისი თქმით, ის სტრესი რაც მიიღეს არის გაცილებით ძლიერი ვიდრე ფიზიკური დაზიანებისგან მიღებული ტკივილი.

კორესპოდენტი აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს , მედია პორტალი ” ჯეო დაიჯესტი ” მას უცვლელად გთავაზობთ:

“კიდევ ერთხელ, ყველას დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ახლა კი მომხდართან დაკავშირებით მოგახსენებთ შემდეგს:
დღეს მე და დანარჩენმა 13 ადამიანმა,სიკვდილს თვალებში ჩავხედეთ! გვაინტერესებს ახლა ჩვენ ტენდერი ვინ მოიგო?????
ჩვენი, მეტროში დაშავებული ადამიანების პრობლემა ნამდვილად არ არის ტენდერი ვინ და რომელმა კომპანიამ მოიგო! აღნიშნულთან დაკავშირებით პასუზსიმგებლობა რა თქმა უნდა,თბილისის სატრანსპორტო კომპანიას, თბილისის მერიას, ხარისხის მართვის კოომპანიას ეკისრება.


გამოკვლევები გვიტარდება,ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ვიმყოფებით და მერე რა?? იქნებ ზემოთ ხსენებული კომოპნიებიდან ვინმე მოსულიყო და ეკითხა ჩვენი მდგომარეობა! მეტროში არ დავშავდით თუ რადგან საავადმყოფოში მოგვიყვანეს, მათზე პაასუხისმგებლობა არ ვრცელდება???!!!


მეც და სხვებიც, მეტროში დავშავდით, დანარჩენი, ტენდერები,კონკურსები ჩვენი საქმე არაა!


აქვე დავამატებ, რომ ამ საქმეს საავადმყოფოს კედლებში არ დავტოვებ და ბოლომდე მივყვები!
სახლში გაწერის შემდეგ, მკურნალობის, რეაბილიტაციის ხარჯებს ვინ გაიღებს?? მორალური, მატერიალური ანაზგაურება, ერთი კვირა სამსახურის გარეშე, ვინაა პასუხისმგებელი ჩემს ოჯახზე, ე. წ. კომპენსაცია, ვინ გაგვცემს პასუხებს?
“, –წერს გიორგი საკარული.

 

კომენტარი

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here