რატომ დაბლოკა მოსკოვმა მალამო ქეთევან-უზნაძე-მჭედლიშვილი ?!

0
4637

მალამო ქეთევან-უზნაძე-მჭედლიშვილი  ყვითელ შეფუთვაში, თავად ქალბატონ ქეთევან უზნაძის მიერ 1959 წელსაა შექმნილი. ვინაიდან იგი ასევე ატარებდა ქმრის გვარს მალამოს სახელიც შესაბამისად  ორ გვარზეა რეგისტრირებული.

მალამო ქეთევან-უზნაძე-მჭედლიშვილი  ფლობს ყველა ლიცენზიას და ასევე ოფიციალურად დაპატენტებულია და პატენტის ერთ-ერთი თანაავტორი კი გახლავთ, თავად ქალაბტონ  ქეთევან-უზნაძე-მჭედლიშვილის ქალიშვილი დონარა მჭედლიშვილი.

სწორედ ამ თანაავტორობის საფუძველზე ინდ. მეწარმე დონარა მჭედლიშვილი აწარმოებს მალამო „ქეთევან-უზნაძე-მჭედლიშვილს“, გოთუას ქუჩაზე მდებარე  ფარმაცევტულ ქარხანა  „ბიოფარმი-L“-ში, რომლის  დირექტორი გახლავთ, საერთაშორისო ექსპერტი ბიოტექნოლოგიაში და მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ლელა კალანდარიშვილი.

მალამოს დამზადების საიდუმლო რეცეპტი კი ქალაბატონ დონარას დედისგან მემკვიდრეობით ერგო და მისი თითქმის  უმეტესი პროცენტი შემადგენლობისა არის ბუნებრივი ინგრედიენტები. მალამო –„ქეთევან-უზნაძე-მჭედლიშვილს“ თავისუფლად შეიძლება ეწოდოს  თქვენი და თქვენი პატარას სიმშვიდის მალამო, რადგან  იგი გამოიყენება:

  • განგრენული იარების ინფიცირებისას,
  • მწვავე ბუასილის,
  • მსუბუქი და მძიმე ხარისხის დამწვრობის,
  • კბილის ექსტრაქციის,
  • სტომატიტის,
  • პაროდონტიტის,
  • სხეულის ზედაპირის ჭრილობების შეხორცების დასაჩქარებლად,
  • ფურუნკულის,
  • მასტიტის,
  • კოღოს ნაკბენის ინფიცირებისას
  • შეუხორცებელი წყლულების დროს, რომლებიც ძლიერი ტკივილით მიმდინარეობს.

ნამდვილად ქართულია და ნამდვილად უებარია, ბავშებისთვის საფენების მიერ გაღიზიანებული კანზე.

ფასი სხვა უცხოურ მწარმოებლებთან შედარებით ხელმისაწვდომი – 4.12 და გარდა ფასისა უცხოურ მწარმოებლებთან შედარებით გაცილებით ეფექტურია.

მწარმოებელი ფირმა ინდ. მეწარმე „დონარა მჭედლიშვილი“  – საკონტაქტო ინფორმაცია : 598-11-73-23  https://www.facebook.com/qetevan.uznadzemchedlishvili   https://www.facebook.com/Qetevan-Uznadze-mchedlishvili-168821649927371/  ქართული მედიცინის ნაწარმი,  მალამო –  უზნაძე-მჭედლიშვილი, ყვითელ შეფუთვაში გაიცემა აფთიაქებში ურეცეპტოდ!

თავად მალამოს ავტორს,  ქეთევან უძნაძე -მჭედლიშვილს, კი  სამედიცინო განათლება ქონდა მიღებული. ქეთევან უძნაძე -მჭედლიშვილი გახლდათ , მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და  ზოგადი  ქირურგიის პროფესორი.

სამედიცინო პრაქტიკის დროს მას გარკვეული წლების განმავლობაში  ქონდა შეხება მძიმე სენით დაავადებულ პაციენტებთან  და როცა ხშირად ეკითხებოდნენ, რატომ დასჭირდა ქირურგს ამ მალამოების შექმნა, ქეთევან უძნაძე-მჭედლიშვილი პასუხობდა , რომ გარდა მძიმე სენით დაავადებულ პაციენტთა დახმარების სურვილისა, მისი სადოქტორო დისერტაციის თემას წარმოადგენდა პერიფერიული არტერიების ქრონიკული მაობლიტერებელი დაავადება. ამ დაავადების მქონე ავადმყოფებს შორის ყველაზე უმძიმესია განგრენა, რომლის კომპლექსური აქტიური მკურნალობის სრულყოფილი ჩატარებისთვის პირველ რიგში, საჭირო იყო განგრენული იარის გაუტკივარება.

სწორედ ამან განაპირობა, ისეთი მალამოს შექმნა, რომელსაც გააჩნია ატისეპტიკური , ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი თვისება.

ეს მალამო კი  იმდენად ეფექტური აღმოჩნდა, რომ უამრავი პაციენტი გადაარჩინა კიდურების მოკვეთას.  თუმცა, როგორც ზემოთაა აღნიშნული, გარდა იმისა რომ განგრენას კურნავს, მას აქვს ასევე სხვა ჩვენებებიც, დამწვრობები, გინეკოლოგია,სტომატოლოგია და სხვა.  ამ მალამოს ასევე  იყენებენ ანგიოლოგიაშიც, მას ასევე ეფექტურად შეუძლია  „ზოვირაქსის „  მალამოს ჩანაცვლება და თუ ვთქვათ „ზოვირაქსის „  მალამო ღირს 30 ან 40 ლარი  ეს მლამო მხოლოდ 3-4 ლარი ღირს.

ანგიოლოგიაში განსაკუთრებული ეფექტურობით გამოირჩევა  მისი ორი ნომერი ანუ „ქეთევან უძნაძე მჭედლიშვილი 2 „.  მიუხედავად იმისა, რომ მალამაო 1959 წელსაა შექმნილი ის  დღემდე ეფექტური და აქტუალურია .

თავდაპირველად მისი შექმნის ინსპირირება განგრენის გამო მოხდა, თუმცა მას  აღმოაჩნდა დამატებითი ფართო ჩვენებები, რომელსაც ეს მალამო კურნავადა.

ყოფილა შემთხვევები როდესაც კიდურის ამპუტაციისთვის მომზადებული პაციენტი ოპერაციის წინა ღამეს საავადმყოფოდან გამოპარულა და ქალბატონ ქეთევანს ასეთი ბევრი პაციენტი გადაურჩენია კიდურის მოკვეთისგან. მის არქივში საკმაოდ არის შემონახული ასეთი პაციენტების მიერ მოწყობილ სამადლობელ სუფრებზე გადაღებული ფოტოები.

„ქეთევან უძნაძე მჭედლიშვილი 2 „-ით დაინტერესებულია თურქმენეთი თუმცა ჯერჯერობით ვერ მოხდა ისეთ კომპანიასთან თანამშრომლობა , რომელიც მოახდენს მის ექსპორტს და რეალიზაციას თურქმენეთში.

მალამოს გამოყენების შემდეგ ნებისმიერი სახის ჭრილობა ხორცდება გაცილებით სწრაფად და ეფექტურად, ასევე უებარია მზისგან მიღებული დამწვრობის მოსარჩენად.

ხოლო „ქეთევან უძნაძე მჭედლიშვილი 1 „ -ის მალამო ასევე წარმატებით გამოიყენება სხვა დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა ; ბუასილი, დამწვრობები, ტროპიკული წყლულები, ყველა სახის ქრონიკულად შეუხორცებელი წყლულები, კოღოს ნაკბენი, სტომატოლოგიაში, გინეკოლოგიაში.

და მაინც მიუხედავად იმისა, რომ უკვე ათეული წლებია რაც მალამო შეიქმნა , მისი გაყიდვა სააფთიაქო  ქსელში დაიწყო მას შემდეგ რაც საქართველო გახდა დამოუკიდებელი ქვეყანა , 90-იანი წლების ბოლოდან.

60-იან წლებში მალამოები „ქეთევან უძნაძე მჭედლიშვილი 1 „ და „ქეთევან უძნაძე მჭედლიშვილი 2 „ აპრობაციისთვის ჩაბარებულ იქნა მოსკოვის ორ წამყვან კლინიკაში, ( ქალაქის # 1 საავადმყოფო და სკლიფასოვსკის საავადმყოფო ) . მოსკოვიდან აპრობაციის შედეგად ჩამოვიდა დადებითი პასუხები,  იმ მოტივით, რომ ის კონკურენციას გაუწევდა მალამო „ ვიშნეცკის“ რომელიც შემადგენლობით და მოქმედების ფართო სპექტრით არ გავს მალამო „ქეთევან უძნაძე მჭედლიშვილს“ , მაგრამ მასთან მიახლოებული თვისებების გამო მოსკოვმა მაშინ ქართული მედიცინის ნაწარმი დაბლოკა და უარი ეთქვა მის წარმოებასა და სააფთიაქო ქსელში გატანაზე. 

რუსა გვაზავა

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here