ლალო გველესიანი: ,,მინდა ამ პროექტის პორტრეტი გავხდე“

0
2410

ნიჭისა და სილამაზის კონკურსი „თქვენი სახე 2018“,საზოგადოებისათვის უკვე სიახლესაღარ წარმოადგენს. მიუხედევად იმისა,  ზემოდ აღნიშნული პროექტი პირველად იმართება, ინტერნეტ სივრცე გაივსო პროექტის მსვლელობის, ტრენერების ჩანიშნული შეხვედრების, კონკურსანტების აქტივობების მასალებით. ჩვენ, ყურადღებით ვადევნებთ თვალს კონკურსის ფინალამდე მიმავალ გზას და  შეძლებისდაგავრად შევეცდებით  წარმოვაჩინოთ საინტერესო სახეები. ეხლა მინდა გაგცნოთ 25 წლის ლალო გველესიანი.

რატომ დაინტერესდით ამ პროექტით და აქამდე გქონიათ თუ არა შეხება მსგავსი ტიპის კონკურსებთან?

არასდროს არ მქონია აქამდე შეხება კონკურსებთან, სიმართლე გითხრათ ყოველთვის მაინტერესებდა ეს სფერო, ვინაიდან ბუნებით ხელოვანი გახლავათ, ვხატავ მაქვს ჩემი ნამუშევრები და მომავალში ვგეგმავ პერსონალული გამოფენის მოწყობას, ასევე დამტავრებული მაქვს საესტრადო ვოკალი. რაც შეეხება ამ კონკურს დამაინტერესა სიახლემ, კონკურსის სფეციფიკამ და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე მიმეღო ონაწილეობა.

ლალო სვანი ხართ  ერთ ერთი ტრადიციული კუთხის შვილი , როგორ მიიღო ოჯახმა თქვენი გადაწყვეტილება კონკურსში მიგეღოთ მონაწილეობა?

ოჯახის წევრებსთვის პროექტი მისაღები აღმოჩნდა და წინააღმდეგობა არ გაუწევიათ ჩემთვის. სულ ცოტა ხნის წინ ბიძა გარდამეცვალა , რომლის რჩევებს და აზრს ყოველთვის ვცემდი პატივს გარდაცვალებამდე მანაც მითხრა რომ აუცილებლად უნდა მიმეღო პროექტში მონაწილეობა.

-რა მიზანი გაქვთ ცხოვრებაში , როგორ გგონიათ გაქვთ შანსი, რომ ეს პროექტი მოიგოთ?

მინდა წარმატებას მივაღწიო ცხოვრებაში, მქონდეს კარგი კარიერა, განვითარდე პროფესიულად. ვფიქრობ ეს პროექტი დამეხმარება ამაში, მე ჩემს პროფაილშიც ვთქვი, რომ მაქვს ჯანსაღი ამბიციები ,ხასიათიტ ვარ ლიდერი და ველოდები რომ გავიმარჯვებ ამ პროექტშიც.

ხართ ტუ არა ტრადიციული? და რომელი ტრადიცია მოგწონთ განსაკუთრებით?

გავიზარდე ტრადიციულ ოჯახში ბავშობიდან მასწავლიდნენ ტრადიციების და წინაპრების პატივისცემას, სვანეთში არის ერთი უდიდესი დღესასწაული კვირიკობა, რომელიც განსაკუთრებულად აღინიშნება სვანეთში.

რას ფიქრობ ქალიშვილობის ინსტიტუტზე , ქალი უნდა იყოს თუ არა ქორწინებამდე ქალიშვილი?

აუცილებლად, ჩემთვის ოჯახი ყველაზე წმინდაა და აუცილებლად ქალი ქორწინებამდე უნდა იყოს ქალწული.

რა არის თქვენი ჰობი?

ხატვა, ბევრს ვხატავ ძალიან , მე კონკურსის პროფაილშიც ვთქვი რომ  მე ვხატავ პორტრეტებს და  „მინდა, რომ  ამ პროექტის, ერთ ერთი პორტრეტი გავხდე“

 

კომენტარი

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here