სააკაშვილი: მალდივის კუნძულებზე დასვენებას კიევის ციხეში ჯდომა მირჩევნია

0
1079

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მალდივის კუნძულებზე დასვენებას კიევის ციხეში ჯდომა ურჩევნია, – ამის შესახებ “რია ნოვოსტი” იუწყება.

„კიევის თოვლი ჩემთვის უფრო მშობლიურია, ვიდრე სხვა ყველაფერი. იმ შემთხვევაშიც, თუ ერთი წლით მალდივის კუნძულებზე გამიშვებენ, მირჩევნია აქ, ციხეში ვიჯდე. ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ“, – აღნიშნა სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, კიევში დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი უნდა გამართულიყო, თუმცა მოსამართლის მოთხოვნის საფუძველზე, სხდომა 26 იანვრისთვის გადაიდო.

იხ.ვრცლად

კომენტარი

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here