პროკურატურა პრეზიდენტს თავშეკავებისკენ მოუწოდებს

0
1533

“ბოლო დღეების განმავლობაში, საქართველოს პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის მხრიდან, საქართველოს პროკურატურისა და პროკურორების მიმართ გაკეთებულმა უსაფუძვლო განცხადებებმა სისტემატური ხასიათი მიიღო. ჩვენ ვისმენთ განცხადებებს, რაც დაკავშირებულია კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეების წარმოებასა და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებასთან, რაც პროკურატურის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას წარმოადგენს”- ამის შესახებ საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

უწყების განმარტებით, ბოლო დღეების განმავლობაში, საქართველოს პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის მხრიდან, საქართველოს პროკურატურისა და პროკურორების მიმართ გაკეთებულმა უსაფუძვლო განცხადებებმა სისტემატური ხასიათი მიიღო.

“შევახსენებთ ყველას, რომ საქართველოს პროკურატურა და პროკურორები თავის საქმიანობაში არიან დამოუკიდებელნი და ემორჩილებიან მხოლოდ კანონს.

საქართველოს პროკურატურის ინსტიტუციური დამოუკიდებლობა გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით და კანონმდებლობით, ხოლო პროკურორის საქმიანობაში ჩარევა დაუშვებელია და ისჯება კანონით.

გაკეთებული განცხადებები კონკრეტულ საქმეებზე, რომლებზეც ჩატარებულია მრავალმხრივი და სრულფასოვანი გამოძიება, ასევე მიმდინარეობს სასამართლო განხილვები და არსებობს სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენები, არის არაკომპეტენტური, სუბიექტური და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

ერთადერთი ორგანო, რომელსაც პროკურატურის გადაწყვეტილებების რევიზია შეუძლია არის სასამართლო, რაც ასევე გარანტირებულია კონსტიტუციით.

პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის წარმომადგენელთა განცხადებები აშკარად ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ისინი ცდილობენ შეითავსონ ხელისუფლების სხვა შტოების, პროკურატურისა და სასამართლოს ფუნქციები, რაც ცალსახად სცილდება მათი კომპეტენციის ფარგლებს.

საქართველოს პროკურატურა მოუწოდებს პრეზიდენტს, თავი შეიკავოს მოწოდებებისგან პროკურორების მიმართ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით, რადგან ნებისმიერი მსგავსი მოწოდება ტოვებს პროკურატურაზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობის შთაბეჭდილებას, რაც რა თქმა უნდა, წინააღმდეგობაში მოდის ზოგადად პროკურატურის მუშაობის დამოუკიდებლობის პრინციპთან.

პროკურატურა მოქმედებდა და მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით მკაცრად განსაზღვრული საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში და ვერც ერთი პოლიტიკური პირის განცხადება ანდა ქმედება ვერ მოახდენს ზეგავლენას პროკურატურის, თუ ნებისმიერი პროკურორის საქმიანობაზე“, – აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.

გუშინ გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, როცა პროკურატურა და სასამართლო ვერ არკვევს მიხეილ სააკაშვილის საქმის ძირითად, სამართლებრივ არსს და საქართველოს პრეზიდენტი მათ შეცდომებს შეწყალებით ვერ გამოასწორებს.

იხ.ვრცლად

კომენტარი

დატოვე პასუხი

Please enter your comment!
Please enter your name here