პოლიტიკა

მერკელი: ამერიკა დიდი ხანია საიმედო პარტნიორი აღარ არის

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი G7(დიდი შვიდეულის) სამიტის დასრულების შემდეგ მკვეთრი განცხადებით გამოვიდა.

“ამერიკა დიდი ხანია საიმედო პარტნიორი აღარ არის”, – განაცხადა ანგელა მერკელმა. ინფორმაციას გერმანული გამოცემა Bild ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მერკელი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპით და Brexit-ით იმედგაცრუებულია.

დრო, როდესაც შეგვეძლო სრულად დავყრდნობოდით ამერიკას და ბრიტანეთს დასრულდა. ეს ფაქტი ბოლო დღეების განმავლობაში გავიაზრე. ჩვენ… ევროპელებმა, დროა ხელში ავიღოთ საკუთარი ბედი, – განაცხადა ანგელა მერკელმა დიდი შვიდეულის სამიტის დასრულების შემდეგ, გერმანიაში წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიებაზე გამოსვლისას.

გამოცემის ცნობით, ეს განცხადება აშშ-ის ადმინისტრაციასა და Brexit-ს უკავშირდება. მერკელის თქმით, ახლა პრიორიტეტი ბერლინს და საფრანგეთის ახალ პრეზიდენტ მაკრონს შორის ურთიერტობაა.

იმავდროულად, მერკელმა თქვა, რომ ევროკავშირმა დიდ ბრიტანეტთან ახლო ურთიერთობები უნდა შეინარჩუნოს. ამ სამიტიდიან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი ის იყო, რომ აშშ-მა დონალდ ტრამპის მეთაურობით არ შეუერთდა კლიმატის ცვლილებაზე პარიზის შეთანხმების გადახედვის კონსესუსს.

“დიდი შვიდიანის” სამიტი 26-27 მაისს ტაორმინაში (სიცილია, იტალია) გაიმართა. ორდღიანი მოლაპარაკებების დღის წესრიგში ტერორიზმის, რუსეთის, ვაჭრობისა და კლიმატის პრობლემების განხილვა იყო. G7-ის შეხვედრას პირველად ესწრებოდნენ დონალდ ტრამპი, ემანუელ მაკრონი და ტერეზა მეი. მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი და ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან კლოდ იუნკერი.

წყარო


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close