ALL დაიჯესტი

7 რეკომენდაცია ახალგაზრდობისა და დღეგრძელობის შესანარჩუნებლად

გენეტიკოსების კვლევების შედეგებიდან გამომდინარე, შეიძლება გამოვყოთ 7 რეკომენდაცია ახალგაზრდობისა და დღეგრძელობის შესანარჩუნებლად:

 

რჩევა 1. თავი დაიცავით ორგანიზმში ჰომოცისტეინის დონის შემცირებით. ეს ამინო მჟავა სისხლის შემადგენლობაში შედის, რომელიც პირდაპირ იწვევს ტელომერის დაშლის პროცესს. ამიტომ მიიღეთ უფრო მეტი ფოლიუმის მჟავა და ვიტამინი В.

რჩევა 2. უზრუნველყავით ვიტამინ С სრულფასოვანი მიღება, რომლის ნაკლებობა ტელომერის დაშლას იწვევს.

რჩევა 3. შეწყვიტეთ ნერვიულობა, მინიმუმამდე დაიყვანეთ სტრესები და დეპრესია. ამაში დაგეხმარებათ მედიტაცია, დასვენება და თქვენი ნერვიული სისტემის გადატვირთვა, გაემგზავრეთ ქალაქგარეთ სუფთა ჰაერზე, შეცვალეთ ადამიანებთან ურთიერთობისა და ცხოვრების წესი – აკეთეთ ის რაც დიდ სიამოვნებას განიჭებთ.

რჩევა 4. მინიმუმამდე დაიყვანეთ, ან საერთოდ უარი თქვით ჯანმრთელობისთვის მავნე საკვებზე, ალკოჰოლსა და სიგარეტზე.
რჩევა 5. დაიწყეთ ვარჯიში, სირბილი, სპორტულ დარბაზში სიარული, უფრო მეტი ისეირნეთ და სიამოვნება მიიღეთ ცხოვრებისგან.
რჩევა 6. მიიღეთ უფრო მეტი ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები.

რჩევა 7. ნუ ბრაზდებით, მოიშორეთ უარყოფითი და პესიმისტური აზრები, შეიგრძენით და მიიღეთ ცხოვრებისგან უფრო მეტი პოზიტივი.

 

როგორ შევინარჩუნოთ ახალგაზრდობა

image

რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ტელომერები ჩვენს გენეტიკურ კოდში არ დამოკლდეს? არსებობს ასეთი ფერმენტი – ტელომერაზა, რომელსაც შეუძლია მისი სიგრძის გაზრდა. ეს ხდება ემბრიონულ და ღეროვან უჯრედებში. ამ უჯრედებს მუდმივად შეუძლიათ დაყოფა, მათი ტელომერები არ მოკლდება. მიუხედავად ამისა, დღემდე ვერცერთმა მეცნიერმა ვერ შექმნა პრეპარატი, რომელიც დროს უკან დააბრუნებს და სიბერეს დაამარცხებს. ჩვენ ისღა დაგვრჩენია გავითვალისწინოთ ზემოთ მოცემული რჩევები იმ მიზნით, რომ ორგანიზმის დაბერების პროცესი შევაჩეროთ და უფრო ახალგაზრდულად გამოვიყურებოდეთ.


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close