News დაიჯესტი

პატრიარქი ემიგრანტებს მოუწოდებს – “იყავით იქ, სადაც ბრძანდებით”

ამ წუთებში, დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი სახელწოდებით „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“ მიმდინარეობს. სადაც სრულიად საქართელოს კათალიკოს- პატრიარქი უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დიასპორის ფორუმზე შეკრებილ საზოგადოებას მიმართა.

„გულითადად მოგესალმებით ყველას, მოხარული ვარ, რომ იმყოფებით სამშობლოში. წინათ რამდენიმე წლის წინ მე მოგიწოდებდით, რომ დაბრუნდით სამშობლოში ეხლა მე მოგიწოდებთ რომ იყავით იქ სადაც ბრძანდებით მაგრამ ამავე დროს იყავით სამშობლოში. ეს საჭიროა უპირველეს ყოვლისა სამშობლოსთვის და მე მინდა მადლობა მოგახსენოთ იმ სულიერი თუ მატერიალური დახმარებისათვის რასაც თქვენ აკეთებთ სამშობლოსთვის, და დაგვეხმაროთ მცირე და საშუალო ბიზნესის შექმნაში.

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენმა შვილებმა რომელნიც მოღვაწეობენ უცხოეთში არ დაივიწყონ ქართული ენა, კულტურა, ეკლესიები და მონასტრები, რომლებიც შეიქმნა უცხოეთში. გაიხსნა ცენტრები ქართული კულტურისა, შეიქმნა წრეები ცეკვის ქართული ენისა და ლიტერატურის და ამაში აქტირუი მონაწილეობა უნდა მიიღოთ თქვენ.

ბოლოს მე მინდა გთხოვოთ, რომ თქვენ უნდა იყოთ მოქალაქე საქართველოსი, შეიძლება თქვენ ცხოვრობთ უცხოეტსი ამავე დროს თქვენი წინაპრების ძვლები, ფესვები თქვენი არის საქაღთველოში და ეს არ უნდა დაივიწყოთ, ღმერთმა დაგლოცოთ, მადლობელი ვარ რასაც აკეთებთ ღმერთმა ინებოს გაერთიანდეს საქართელო და აფზაზეთი და სამაჩაბლო დაგვიბრუნდეს“- ბრძანა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ.

წყარო


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close