პოლიტიკა

27 წელი სოხუმის დაცემიდან, აფხაზეთის ომის უიშვიათესი კადრები ბრიტანელი ფოტოგრაფისგან

ერთ-ერთი ბრიტანელი ფოტოგრაფი მაიკ გოლდვოტერი (Mike Goldwater) 1993 წლის სექტემბერში საქართველოში იმყოფებოდა სადაც შეესწრო აფხაზეთის ომს და მან დააფიქსირა ბევრი ისეთი კადრი, რომელიც დღემდე ჩვენთვის უცნობია, ამ კადრებში გადმოცემულია ის მძიმე წუთები, რომლებიც ჩვენმა თანამოქალაქეებმა განვლეს.

image

გოლდვოტერს საკუთარ საიტზე გამოქვეყნებული აქვს ის ფაქტი თუ როგორ მოხვდა იგი ამ ყველაფრის ეპიცენტრში.

 

„1993 წლის სექტემბერში საქართველოში დაიწყო სამოქალაქო ომი. აფხაზეთს რუსეთმა დაუჭირა მხარი და შემოიყვანა სეპარატისტები, რომლებიც იბრძოდნენ სამთავრობო ძალების წინააღმდეგ ქალაქ სოხუმში. მე ხშირად მქონდა რეპორტაჟები საბჭოთა კავშირის დაშლაზე, ამიტომ გადავწყვიტე ეს თემაც გამეშუქებინა.

imageერთ-ერთ სასტუმროში ჩემს კოლეგას შევხვდი, მეორე დილით ერთად გავეშურეთ ქვეყნის დასავლეთ ნაწილში. თითქმის საღამო იყო, როდესაზ ზუგდიდში ჩავედით, ქუჩაში არავინ ჩანდა. იმ დღესვე წავედით სოხუმში. მანქანაში ჩემს პატარა რადიოს ვუსმენდი სადაც ამბობდნენ, რომ სოხუმი დაეცა“.

1.სოხუმის დაცემის მეორე დღე, ფრონტის მეორე ხაზი ოჩამჩირე გახდა, ქართველები კი ქალაქს ტოვებენ.

image2. მატარებლის სადგური, დედა-შვილის შეხვედრა, დედას შვილი დაღუპული ეგონა.

image3. სოხუმის დაცემის შემდეგ, დღე როდესაც ოჩამჩირე გახდა ახალი ფრონტის ხაზი, ბოლო მატარებელი, რითაც ქართველები ტოვებდნენ ქალაქს, (ეს მატარებელი
განკუთვნილი იყო ტვირთების გადასაზიდად)

image4. ოჩამჩირედან წამოსული ბოლო მგზავრები.

image5. ჯარისკაცმა გოგონას ყუმბარა აჩუქა, ხოლო შემდეგ გოგონამ ისევ უკან დაუბრუნა იგი.

image6. ოჯახი ოჩამჩირეში ცდილობს, რომ რაიმე გადაარჩინოს მისი დამწვარი სახლიდან.

image7. ახალგაზრდა ოჯახი ზუგიდის ხიდზე.

image8. საქართველოს მთავრობის ჯარისკაცები, აქ ასევე იყვნენ მოხალისეებიც.

image9. ექსპრეზიდენტი ოჩამჩირეში.

image10. ათიათასობით ქართველი ოჩამჩირეს ტოვებს და გალისკენ მიიწევს.

image11. ქართველები მანქანის ძარით მოემართებიან ოჩამჩირედან.

image

 

13. ზუგდიდის ხიდზე მოხუცი ქალი, რომელიც სეპარატისტებთან იყო, რათა გაეგო რაიმე ინფორმაცია მის ახლობლებზე და ოჯახის წევრებზე.image

 

 

14. დილით. აფხაზეთიდან გამოქცეული ლტოლვიები ზუგდიდის ხიდთან დგანან და უყურებენ სეპარატისტების ტანკებს.image15. ხალხი ვერტმფრენის მოლოდინში, ვერტმფრენს ისინი უსაფრთხო ადგილას უნდა გადეყვანა, მაგრამ უშედეგო ლოდინის შემდეგ დიდმა ნაწილმა გადაწყვიტა ყინვაში გზა ფეხით გაეგრძელებინა.image16. მიგრანტთა ნაწილი ვერტმფრენში ადის.image17. ეს სატვირთო ტალახში უიმედოდაა გაჭედილი.image18. ბავშვებმა და ბებიამ ჭუბერში, მიტოვებულ მანქანას შეაფარეს თავი.image19. ტალახში ჩაჭედილ ცხენს ამოსვლაში ეხმარებიან.image20. ჭუბერის უღელტეხილი.image21. ლტოლვილებმა ქალის გვამი დატოვეს და გზას აგრძელებენ.image22. სუსხიანი დილა ჭუბერის ხეობაში.image23. დაჭრილი ჯარისკაცი, რომელიც ელოდება სამედიცინო დახმარებას, მას ამხნევებენ ლტოლვილები.image24. პრეზიდენტი შევარდნაძე ემზადება ერთ-ერთი ფრანგულ სატელევიზიო პროგრამაში გამოსასვლელად.image

 


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close