POSTS დაიჯესტი

ბედნიერების და წარმატების მომტანი 22 ნივთი (რას გვირჩევდა ვანგა)

ბედნიერების და წარმატების მომტანი 22 ნივთი (რას გვირჩევდა ვანგა)
დღეს, 2:17
1. ხატი

image
არ დაიზარო ეკლესიაში შესვლა და მხოლოდ შენდობაზე და ჯანმრთელობაზე არ დაანთო სანთელი. იქვე ამოირჩიე, იყიდე ხატი, რომელიც ცხოვრებაში შენი შემწე იქნება. უკეთესია იმას თუ აირჩევ, რომელიც მეტ სიხარულს იწვევს შენში“, – ამბობდა ვანგა, -ასეთი ხატი შენი ერთგული მეგობარი იქნება, მძიმე სიტუაციაში დაგამშვიდებს, აღელვებულს- დაგაწყნარებს. მთავარია, მთელი სულით და გულით მოეპყრო ხატს და არ გამოიყენო მხოლოდ საკუთარი საჭიროებებისთვის“.

2. თაფლი
image

ვანგა ამბობდა: „თაფლი სახლში _ეს კეთილდღეობაა. ოდითგანვე სწამდათ, რომ თაფლი განსაკუთრებულად უყვართ სახლის უხილავ არსებებს ( ე. წ. „домовые“), რომლებიც იცავენ თქვენს სახლში სიმშვიდეს და მყუდროებას.

3. შესასვლელში დაკიდებული ნალი

image
პირველი საგანი, რაც ვანგამ დაასახელა, იყო ნალი. მან თქვა: „შესასვლელში ბედნიერების ნალი გქონდეს, წარმატება გზას იპოვის შენს სახლში მოსასვლელად, წარმატება ყოველთვის ცხენზეა ამხედრებული, ცხენს კი, როგორც ცნობილია ნალი სჭირდება“.

4. ფინიკის პალმა და ტირიფი

imageimage
ცნობილი ვანგა ამბობდა: „პალმა თესლიდან გაზარდე. დაე მან დაგიცვას შენ და შენი სახლი, და ქრისტე ადიდოს მუდამ. ტირიფი (ВЕРБА) კი წლიდან წლამდე შეინახე სახლში. ის მოგიტანს სიკეთეს. სიმდიდრეს და წარმატებას მოიზიდავს ყველა საქმეში. ის შენი პირველი მეგობარი და დამხმარეა.“
ჩარგე ფინიკი და გაზარდე პალმა. ითვლება, რომ ფინიკის პალმა წმინდა მცენარეა,
რომელიც იზიდავს კთილდღეობას, აფრთხობს სხვადასხვაგვარ უწმინდურებს.

5. საპონი

image

საპნის შესახებ ვანგა ამბობდა: „ახლა თქვენ სწრაფად ცხოვრობთ, გეშინიათ რამე რომ ვერ მოასწროთ, და ყვლაფრის არსს ზედაპირულად აღიქვამთ. თქვენ გენანებათ დახარჯოთ რამოდენიმე წუთი იმაზე, რომ დაფიქრდეთ იმ ნივთების არსზე, რომელსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან ხშირად იყენებთ. საპონს თქვენ იყენებთ მხოლოდ ფიზიკური გაწმენდისთვის, თუმცა მას თქვენთვის გაცილებით მეტი რამის მოცემა შეუძლია.უბრალო საპონი აუცილებლად უნდა გქონდეთ სახლში, ის ერთგულად მოგემსახურებათ – ის ყოვლგვარი უწმინდურობისგან ჩამოგრეცხავთ“. მოძებნეთ მაღაზიაში უბრალო საპონი – ქიმიის გარეშე, მხოლოდ ნატურალური კომპონენტებისგან დამზადებული.

6. ნიორი _ საერთო ოთახის კუთხეში, ჭერქვეშ, ბოროტი სული რომ
დააფრთხოს.

image
„გსურს დაიცვა საკუთარი თავი და შინაურები ავი თვალისგან და ბოროტი
სულებისგან, მოიშორე ისინი ნიორით. მას ის საშინლად არ უყვარს და ეშინია. იმ
სახლში, სადაც ნიორია, არასოდეს გაჩნდებიან ეშმაკები. და თუ მოვლენ, მაშინვე
გაიქცევიან სახლიდან“.

7. ზარები (ვერცხლის ან ფოლადის)
image
ბოროტი ძალების წარმომადგენლები – მშიშრები არიან, უყვართ სიჩუმე და მაღალი ხმების ეშინიათ. განსაკუთებით ცუდად არიან, როდესაც ეს ხმები რეგულარულად
მეორდება, ამიტომ ყოველ სახლში უნდა იყოს პატარა ზარები“, – ამბობდა ვანგა.

8. ქარვა
image

ვანგა გვასწავლიდა: სახლში უნდა იყოს ფისში არეკლილი გაყინული
მზე. აუცილებლად შეიძინე ქარვა, რათა მან შენს თავში, შენს ბედში ყველაფერი ნათელი გახადოს“.

9. ვაშლები
image

ვანგა ამბობდა: „თუ გსურს, რომ სახლში ყოველთვის იყოს ულევი ბედნიერება და კეთილდღეობა, იზრუნე იმაზე, რომ სამზარეულოში ყოველთვის იდოს ვაშლი.
ამ ვაშლს არავინ არ უნდა შეეხოს. სანამ ის დევს და ახარებს თქვენს თვალს – დარდი
არაფრის გექნებათ“.

10. უსაფრთხო ქინძისთავი (ე.წ. ბულავკა)

image„რომ არ გაგთვალონ და ახლობლებიც დაიცვა, უსაფრთხო ქინძისთავები გამოიყენე“ _ ამბობდა ვანგა.

11. ცხვრის ბეწვისგან დამზადებული ზამთრის ფერსაცმელი (ე.წ. ვალენკი)

imageდიდი წინასწარმეტყველი ვანგა, ბედზე საუბრისას ამბობდა: „ბედისწერა- კეთილი გოგოა, საჩუქრები არ ენანება. საჭიროა მხოლოდ დავეხმაროთ სიკეთის გამოვლენაში. შეიძინე წყვილი „ვალენკი“ და აღარაფერზე იდარდო“.

12. კვერთხი
image
„თუ გსურს სახლიდან შორს მყოფმა პრობლემები აირიდო, აუცილებად იქონიე
კვერთხი, რომელიც გიერთგულებს . ის შეინახავს იმ კარგ ენერგიას, რომელიც შენს
სახლშია და დაგეხმარება იმ ცუდი ენერგიის მოშორებაში, რომელსაც გზაში აკრებ“.

13. სანთლები

image

ენერგიაზე საუბრისას ნათელმხილველმა თქვა: „სანთლები -აი რა დაეხმარება ადამიანებს შეინახონ და გააძლიერონ ენერგია სახლში. ცვილისგან ჩამოქნილი ნამდვილი სანთლებიჭეშმარიტად საოცარ ძალას ფლობენ. გეტყვი, რომელი სანთელი რისთვის უნდა გამოიყენო, მაგრამ ამ ცოდნით ძალინ ფაქიზად უნდა ისარგებლო,
რადგან სანთლის ძალას როგორც დახმარება, ზიანის მოტანაც შეუძლია, თუ ბოროტად გამოიყენებ“.

14. სარკე
image
„მრგვალი სარკე სიკეთეს იმახსოვრებს. თუ ის სახლში იქნება, ყოველგვარი ბედნიერება სარკესთან ერთად დარჩება და არ გაიფანტება“, – ამბობდა ვანგა.

15. ქარის „ბორბალი“

image

ვანგა ამბობდა: „ის, ვინც ქარს ფლობს, უბედურების გარეშე იცხოვრებს. ის, ვინც შეძლებს ისე გააკეთოს, რომ ქარი მუდამ მის მხარეს უბერავდეს, არასოდეს იქნება მარტო და უბედური. გსურს იპოვო ბედნიერება – ნიავს შეეკითხე. და რომ ისწავლო მასთან საუბარი, შეიძინე ქარის „ბორბალი““.

16. თევზის გამხმარი ქერცლი

image
„თევზის კანს სახლში კეთილდღეობა და ბარაქა მოაქვს. ვინც მის სწორად გამორჩევას შეძლებს, გაჭირვება და უბედურება არ ეცოდინება. საჭიროა მხოლოდ თილისმანის
სწორად დამალვა, თორემ მთელი მისი საოცარი ძალა განიავდება“, – ამბობდა ვანგა.

17. კაუჭი

image

ვანგა ამბობდა: „გქონდეს ფოლადის კაუჭი, დაიჭირე ბედნიერების და
წარმატების თევზი. თევზი, რომელიც ყველა ოცნებას და სურვილს ასრულებს.

18. შალის ძაფების გორგალი

image

დიდი ვანგა ამბობდა: „გსურს იპოვო გზა შენს ბედნიერებამდე? გსურს მუდმივად გრძნობდე თავს საჭიროდ ამ ცხოვრებაში? გსურს, რომ შენთან იყვნენ შენი საყვარელი ადამიანები? აუცილებლად იქონიე სახლში შალის ძაფის გორგალი“.

19. სალესი
image

„ლესე და ლესე შენი ბედი სალესზე! – ასწავლიდა ვანგა. – დაე მოშორდეს ყველაფერი, რაც დაბლაგვდა და დაძველდა, დაე ახალი და ბასრი, დაწყობილი და დალაგებული იყოს შენთან ყველაფერი ცხოვრებაში. იქონიე სახლში სალესი! ის უწმინდურს
განდევნის, ფულს კი მოიტანს! დაე იცოდეს უწმინდურამა, რომ შენ მისი საწინააღმდეგო იარაღის სალესი გაქვს!

20. ქვიშის საათი

image

ნათელმხილველმა ვანგამ თქვა: „მინაში დრო გაჩერდა და ქვიშად გადაიქცა, როგორც შენ გსურს, ისე ატრიალე – სწრაფად თუ ნელა, წინ თუ უკან. ქვიშის საათი საიმედო მეგობრობას გაგიწევს, რომელიც რთულ მომენტში ყოველთვის მიგანიშნებს როგორ მოიქცე, სახლში სამშვენისიც იქნება, თვალს რომ ყოველთვის მიიზიდავს. თუ სახლში ქვიშის საათია, მაშინ ამ სახლში ადამიანები დროს უფრთხილდებიან, პირობას ასრულებენ და სიბერის არ ეშინიათ. ქვიშის საათი უნდა აჩუქო მას, ვისი დახმარებაც გულწრფელად გსურს“.

21. ბედნიერების ფრინველი

imageვანგა ამბობდა: „სახლში ბედნიერება ბედნიერების ფრინველს მოაქვს, ჩამოკიდე ხის სათამაშო ფრინველი ბავშვის საწოლზე, უცქიროს, როგორც ყვითელ მზეს,
თვალი ადევნოს, ის კი ფრთებით მას დაიცავს, ცრემლს შეუშრობს. და გაიცინებს პატარა, თითით ჩვენებას და ღუღუნს დაიწყებს.“

22. შავი ქვა

image

დიდი ნათელმხილველი ვანგა ამბობდა: „კარგი ძილი რომ გქონდეს, დამხმარე უნდა მოძებნო, ვინც ძილის დროს დაგიცავს. ამისთვის საჭიროა გზაზე მოძებნო შვი ქვა, ჩვეულებრივი ქვა. მიიტან რა სახლში ასეთ ქვას, ძილის პრობლემა სამუდამოდ გაქრება“.

მაშ ასე – 22 ნივთი, ეს არის სისტემა, რომელიც გეხმარებათ დაიცვათ საკუთარი
თავი და ახლობლები უარყოფითი ენერგიისგან. შეგიძლიათ ნაკლები რაოდენობის ნივთი გამოიყენოთ და ისინიც იმუშავებენ. მაგრამ სისტემაში ისინი უდიდეს ენერგეტიკულ ზემოქმედებას ახდენენ.


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close